მეცნიერებმა შექმნეს პლასტმასა, რომელიც ზღვის წყალში იშლება

plastic

იაპონელმა მეცნიერებმა პლასტმასა შექმნეს, რომელიც ზღვის წყალში იშლება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი მასალა სწრაფად იშლება - დაახლოებით ორ-სამ საათში, რაც მის სისქესა და ზომაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ არსებული ბიოდეგრადირებადი პლასტმასა სრულად ვერ იშლება, რის გამოც ტოვებს მავნე მიკროპლასტიკს, რომელსაც შეუძლია ოკეანე დააბინძუროს და ზიანი მიაყენოს ველურ ბუნებას, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ახალი არატოქსიკური მასალა გამოსავალი იქნება და არ დააბინძურებს ბუნებას, რადგან ის მთლიანად გაქრება.