„კოსმიური ამინდი 16-22 მარტს... წინ ენერგეტიკულად დატვირთული კვირა გველოდება" - ეზოტერიკოსი განმარტავს

კოსმიური ამინდი

მინეროლოგისა და ეზოტერიკოსის, თამარ იოსელიანის თქმით, 16-22 მარტისთვის კოსმიური ამინდი გველოდება.

 

"კოსმიური ამინდი 16-22 მარტისთვის, კვირა, რომელიც შენს ცხოვრებას ახალ რიტმზე გადართავს!
ჩვენ წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად დატვირთული კვირა.
ჩვენ ნელ-ნელა ვტოვებთ თევზების ბუნდოვან წყლებს და ვემზადებით ცეცხლოვანი, სწრაფი სტარტისთვის, რომელიც მოგვცემს ახალ იმპულსს ბოლო თვეების სტაგნაციის დასაძლევად.

 მანამდე კი, სანამ მზე 20 მარტამდე თევზების ნიშანში აგრძელებს მოძრაობას, ძლიერდება ჩვენი ინტუიცია,რაც გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ გავიაზროთ, არამედ შევიგრძნოთ ჩვენი მომავალი გზები.
 კვირის მთავარი მოვლენები:
• 19 მარტი - ახალმთვარეობა თევზებში
• 20 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა & ახალი ასტროლოგიური წლის დასაწყისი
• 21 მარტი - მერკურის პირდაპირ მოძრაობაში დაბრუნება

კვირის პირველი ნახევარი
შეიძლება გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ რაღაცები თქვენს ცხოვრებაში სრულდება.
ეს შეიძლება იყოს:
— ურთიერთობების დასრულება
— ბრძოლით დაღლა
— საქმეების ლოგიკური დახურვა
ეს ბუნებრივია.


 ახალი მთვარის ციკლი ერთდროულად აჯამებს წარსულს და გვამზადებს მომავლისთვის.
მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა 
და სწორედ ამიტომ, ახლა საუკეთესო დროა:
დასვენებისთვის, აღდგენისთვის და შიდა ტრანსფორმაციისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
ჯანმრთელობას, კვებას, დასვენებას და ენერგიის აღდგენას.

18 მარტი - ვენერა კვადრატში იუპიტერთან
ეს ენერგია შეიძლება გამოვლინდეს:
— ზედმეტი სიამოვნების სურვილით
— ფულის დაუფიქრებელი ხარჯვით
— გადაჭარბებული მოლოდინებით
ურთიერთობებში - პარტნიორის იდეალიზაცია ან ზედმეტი მოთხოვნები.
საქმეში - საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება.

იყავით ფრთხილად და შეინარჩუნეთ ბალანსი.

 ამავე დროს: მზე სექსტილში ურანთან
ეს კი საპირისპიროდ, მოიტანს:
— კრეატიულ იდეებს
— მოულოდნელ შანსებს
— საინტერესო ნაცნობობებს

ძველი პრობლემების ახალი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას.

19 მარტი - განსაკუთრებული ახალმთვარეობა თევზებში
ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და კარმული ახალმთვარეობაა.
რატომ?
— ხდება გაზაფხულის ბუნიობამდე ერთი დღით ადრე
— მერკური გაჩერებულია და ემზადება შემობრუნებისთვის
— ძლიერია თევზების ენერგია
— ნეპტუნის გავლენა აძლიერებს სულიერ სიღრმეს

ეს არის:
დასრულების, გათავისუფლების და შინაგანი განახლების დრო.
 შეიძლება მიიღოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც თვეებია გაწუხებთ.
ეს არის პორტალი საკუთარ გზასთან დასაკავშირებლად.

 20 მარტი - ახალი ასტროლოგიური წელი იწყება!
მზე გადადის ვერძში და მოაქვს:
— ენერგიის მკვეთრი ზრდა
— მოქმედების სურვილი
— ახალი დასაწყისები
თუ აქამდე „დინებას მიჰყვებოდით“ ,
ახლა ყველაფერი აჩქარდება.
შეიძლება:
— გაჩერებული საკითხები  დაიძრას
— მოვლენები სწრაფად განვითარდეს
— გაჩნდეს სურვილი: დაიწყო, იბრძოლო, გამოავლინო თავი

მნიშვნელოვანია: ეს ენერგია კონსტრუქციულად გამოიყენოთ.მნიშვნელოვანი გაფრთხილება: მერკური რეტროგრადულიამთელი კვირის განმავლობაში:— არ არის სასურველი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები— არ იჩქაროთ დიდი შესყიდვები— გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საუკეთესოა:დაგეგმვა და არა აქტიური მოქმედება.ასევე:— გზებზე შესაძლებელია შეფერხებები— გადაამოწმეთ ბილეთები და დოკუმენტები— წინასწარ დაგეგმეთ დროკვირის ენერგია მოკლედ:დასაწყისი - დასრულებისთვისშუა - გააზრებისთვისბოლო - ახალი ცხოვრების სტარტისთვის რჩევა:იდეები შეიძლება მოვიდეს 19 მარტს,მაგრამ მათი რეალური გაშვება ჯობია 22 მარტის შემდეგ", -წერს იოსელიანი.