საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს 

საპატრიარქო

საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს:

„წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

თავის სიტყვაში მეუფე შიომ გამოუცხადა სამძიმარი წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდგომ მან დააყენა საკითხი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევნებამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-4 პარაგრაფი.
სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდმა დაადგინა:
I. შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
3. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
4. ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)
5. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
6. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)
7. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
8. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
9. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
10. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი (ხაჩიძე)
11. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)
12. საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
13. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
14. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

15. არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).II.

დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა.III.

დაკრძალვის ადგილად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი.IV. სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსადმი“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.