19 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773859697
მომღერალი ნინი ქარსელაძე პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში.🤍 მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო! ხათუნა, რომ ავად გახდა… თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა… მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა. გვქონდა პატივი თითქმის ყოველდღე, მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი - მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი! პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო!“ თან იქვე, მისი ჩვეული, ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო. გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყდებით უკვე მოგებული გვქონდა! ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!
ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას!
გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოთ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება!
დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!“, -წერს ქარსელაძე.
View this post on Instagram