„კომეტა ატლასი ძალიან მოგვიახლოვდა, ამ მოვლენის პიკი ხვალ დილით გვაქვს...“ – რას წერს ასტროლოგი

კომეტა ატლასი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში კომეტა ატლასის მოახლოების და მოვლენის მნიშვნელობის შესახებ წერს:

„კომეტა ატლასი ძალიან მოგვიახლოვდა (პიკი ამ მოვლენის ხვალ, 19 დეკემბერს გვაქვს, დილით.)
მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით, (რა თქმა უნდა არაფერი ფატალური არ იქნება), ძირითადად ორ ფრთად იყოფა საზოგადოების აზრი, ერთნი ამ ორკუდიანი კომეტის სხვა მახასიათებლებზე ბჭობენ და სამეცნიერო არგუმენტებით ამყარებენ მის უცნაურობას.

მეორენი - ვარაუდობენ, რომ ეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტია და „კოსმიურ პანსპერმიაზე“ მეტყველებენ, ჰოდა ვქმნი „მესამე ფრთას“, მიმდინარე მოვლენის დაკავშირებით კოსმოგრამასთან, ძალიან საინტერესო საკითხები იშლება, თავის ფიქსირებული ვარსკვლავებით და სხვა მაჩვენებლებით, ჰოდა, ამ ახალმთვარეობის პროგნოზს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე ამ მოვლენის გათვალისწინებით შემოგთავაზებთ თუ იქნება სათანადო ინტერესი
ამისთვის კი, მხოლოდ ამ პოსტზე კომენტარი ან გაზიარებაა საჭირო და დაელოდეთ პროგნოზს OMNIA ზე“, – წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.