"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 20 აპრილის მზის დაბნელებისა და ახალმთვაროების შესახებ წერს და მოსახლეობას რჩევით მიმართავს.
„შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა.
ამიტომ მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ ეს დაბნელების დერეფანი.
ეს კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება. ეცადეთ, მშვიდად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით გადაატაროთ. გაერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, გაღიზიანებულ სიტუაციებს. საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია. ყველას უსურვეთ ბედნიერება.
21 აპრილს დაიწყება მერკური რეტროგრადულობა (3 კვირა გაგრძელდება) ამიტომ გაჭირდება ადამიანებს შორის გაგება, ნუ შეიძენთ ტექნიკას, მაგრამ კარგია შესაკეთებლად..“ - წერს ასტროლოგი.