„კამათმა და ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება კარგი ურთიერთობები დააზიანოს“ - თაკო მელიქიშვილი 11 მაისის ენერგიებზე

ზოდიაქო

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. 

„11 მაისი დღე ენერგიებით 2 • 8 • 1.

დღე ემოციურად საკმაოდ მძაფრია. მთავარი შეცდომა დღეს სიჯიუტე და ყველაფრის საკუთარ თავში დატრიალებაა.

თუ რამე გაწუხებთ პირდაპირ ილაპარაკეთ. ნუ მოიფიქრებთ სხვების ნაცვლად და ნუ გაართულებთ სიტუაციას ჩუმი წყენებით. კამათმა და ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება, კარგი ურთიერთობები დააზიანოს.

დღე ძალიან კარგია: ჩახუტებისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის და წყლის პროცედურებისთვის აბაზანა, შხაპი,მასაჟი. დღის ენერგია: ნაკლები დაძაბულობა მეტი გულწრფელობა და სინაზე",- წერს მელიქიშვილი.