ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„ზაფხული მოვიდა და მასთან ერთად წლის ბორბლის ყველაზე ნათელი დღესასწაული. 21 ივნისი, დაახლოებით 12:24 საათზე, მზე თავის უმაღლეს წერტილს მიაღწევს და ზაფხულის მზებუდობა დადგება. სწორედ ამიტომ ლიტას ღამე - „დიდი ზაფხულის ღამე“ - შაბათიდან კვირის ღამეს აღინიშნება.
ეს არის ასტრონომიული ზაფხულის დასაწყისი და ბუნების ძალების, სიცოცხლის ენერგიისა და ადამიანური ემოციების კულმინაციის მომენტი.
სხვადასხვა ევროპულ კულტურაში ამ დღეს სხვადასხვანაირად უწოდებენ - ლიტა, ლიგო, კუპაილო, მიდსომარი, ალბან ჰეფინი , მაგრამ არსი ერთია: ეს არის სინათლის, სიცოცხლისა და ბუნების აყვავების ზეიმი.
ითვლებოდა, რომ ამ ღამით ბუნების სულები ადამიანებს განსაკუთრებულ საჩუქრებს უგზავნიან, თუ მათთან ჰარმონიაში ცხოვრობ.
ამ ღამეს ოთხი სტიქია - ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა - ერთიანდება. მათი კავშირიდან კი იბადება მეხუთე ელემენტი - ლეგენდარული გვიმრის ყვავილი, რომელიც სიბრძნის, სიყვარულისა და შინაგანი ჰარმონიის სიმბოლოდ ითვლება.
ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სჯეროდათ, რომ ამ ღამით მცენარეები განსაკუთრებულ ძალას იძენენ. ყველაზე ხშირად მოიხსენიებდნენ:
რუტას
ვარდს
კრაზანას
ვერბენას
სალბს
სკანდინავიურ ქვეყნებში გოგონები დღემდე დებენ ბალიშის ქვეშ შვიდ სხვადასხვა ყვავილს, რათა სიზმარში მომავალი სიყვარული იხილონ.
ამ დღეს შეგროვებულ მცენარეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან მათი ზრდა უკვე დასრულებულია და მათში დაგროვილია მთელი სეზონის ძალა.
ზაფხულის ამ დღესასწაულის მთავარი იდეა ცეცხლისა და წყლის ქორწილია.
ცეცხლი - მზის, ცის, აქტიური და შემოქმედებითი საწყისი.
წყალი - მიწის, სიცოცხლის, მიღებისა და ნაყოფიერების სიმბოლო.
მათი ერთიანობა სიცოცხლის გაგრძელებას, ნაყოფიერებასა და სამყაროს წონასწორობას გამოხატავს.
მაგრამ მზებუდობას კიდევ ერთი ღრმა მნიშვნელობა აქვს.
ეს არის მომენტი, როცა სინათლე თავის უმაღლეს წერტილს აღწევს. სწორედ ამ დროს იწყება მისი უკუსვლაც.
ამიტომ მზებუდობა გვახსენებს, რომ ყოველი მწვერვალი ახალი ციკლის დასაწყისია. სიცოცხლე მუდმივ მოძრაობაშია , დასრულება ყოველთვის ახალი დასაწყისის კარს ხსნის.
ამიტომ ეს დღე საუკეთესო დროა:
ძალების აღსადგენად
მიზნების გადასახედად
ნამდვილი მოტივაციის გასაცნობიერებლად
ბუნებასთან დასაკავშირებლად
სიყვარულის გამოსახატავად
მადლიერებისთვის
უთხარით სიყვარულის სიტყვები მათ, ვინც გიყვართ.
მიიღეთ სიყვარულით ნათქვამი სიტყვები მათგან, ვისაც თქვენ უყვარხართ.
იყავით გულწრფელები და ღია.
ტრადიციულად ამ ღამით ანთებდნენ კოცონებს და ცეცხლის მეშვეობით განწმენდას ახდენდნენ.
თუ ბუნებაში გასვლა არ შეგიძლიათ, დაანთეთ სახლში ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, წითელი ან მწვანე სანთელი და წარმოიდგინეთ, როგორ წვავს ცეცხლი ყველაფერს, რაც აღარ გჭირდებათ.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლი გარეთ კი არა, შიგნით უნდა ენთოს — გულში.
ის ცეცხლი, რომელიც შთაგაგონებთ ახალი საქმეების დაწყებას.
ის ცეცხლი, რომელიც გაძლევთ ძალას სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და საკუთარი გზის გასავლელად.
დაე, ამ მზებუდობის დღეებში თქვენს გულშიც აყვავდეს ლეგენდარული გვიმრის ყვავილი , როგორც ახალი შესაძლებლობების, ნიჭების, შთაგონებისა და ბედნიერი ცვლილებების სიმბოლო.
ამ დღეების მთავარი გზავნილი მარტივია:
იცხოვრეთ სრულად.
იგრძენით ყოველი წუთი.
შეამჩნიეთ ყოველი სუნთქვა.
იხარეთ სიცოცხლით.
რადგან სწორედ ამას გვასწავლის მზებუდობა - ცხოვრება გრძელდება, და სანამ გვიყვარს, ვგრძნობთ და ვოცნებობთ, სინათლე ყოველთვის ჩვენთან რჩება.
მოკლე განწყობის ტექსტი დღისთვის
„მე ჩემს სივრცეს სინათლით ვავსებ.
ჩემს გარშემო ოქროსფერი წრე იქმნება.
საკუთარ ძალას, სიბრძნესა და სიმშვიდეს ვუერთდები.
ჩემი ფიქრები ნათელია, ჩემი გზა - გასაგები.
სიჩუმეში ვაგროვებ ძალას,
ჰარმონიაში ვქმნი ჩემს ცხოვრებას.
დაე, ყველაფერი, რაც ჩემთვის არის განკუთვნილი,სიყვარულით, სიმშვიდით და სიხარულით მოვიდეს ჩემს ცხოვრებაში.
ასეა. ამინ",- წერს იოსელიანი.