„შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები...“ - ახალგაზრდა კალათბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
1782840229
მომღერალ ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში გარდაცვლილ ძმას იხსენებს და მის და საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ლევან კბილაშვილი ხშირად სტუმრობდა საპატრიარქოს, ხოლო პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა მისი შესრულებული სიმღერა „დაიგვიანეს“, რომელსაც ლევანი არაერთხელ ასრულებდა მის წინაშე.
სალომეს განცხადებით, მოსკოვში კონკურსზე გამგზავრების წინ პატრიარქმა ლევანს გამარჯვება უწინასწარმეტყველა და ჯვარი აჩუქა, რომელიც მომღერალს სიცოცხლის ბოლომდე არ მოუხსნია.
„ლევანიკოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა, ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემს
ძმას არასდროს მოუხსნია.“
სალომე კბილაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზეც საუბრობს. მისი თქმით, დედა დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან დეიდა ცხოვრობს, შვილისა და მოგვიანებით მეუღლის გარდაცვალების ტკივილის გადატანა ძალიან უჭირს.