„გელოდებათ საჩუქრები, ფული და სიყვარული...“ - ასტროლოგი 3 ზოდიაქოს ნიშანს მიმართავს

ასტროლოგია ფული და სიყვარული

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს:

ვის ელოდება საჩუქრები, ფული და სიყვარული
 

„22 თებერვალს ვენერა მეგობრულ კავშირშია იუპიტერთან. რეტროგრადული იუპიტერი კირჩხიბშია და ვენერა - თევზებში; ორივე მე-16 გრადუსში.

კარგი პერიოდია ზოგადად წყლის ნიშნებისთვის, შეიძლება მიიღოთ ფული, ძვირფასი საჩუქარი. შეიძლება იყოს რომანტიკული ნაცნობობა, ურთიერთობის დალაგება საყვარელ ადამიანთან. თევზებისთვის - ძვირფასი საჩუქრები და მორიელისთვის რომანტიკა უცხოეთის თემებში.

თუმცა, თუ სხვა ნიშანი ხართ და კირჩხიბის ან თევზების მე-16 გრადუსში გყავთ კეთილი პლანეტა მაინც ძალიან კარგია. სხვათა შორის, ამ დღეს მთვარე კუროშია.

ყველა წყლის ნიშანს - #კირჩხიბი , #მორიელი და #თევზები - მინდა შემოგთავაზოთ, რომ ამ დღეებში ხვალ და ზეგ და თუნდაც მაზეგაც იყიდოთ ლატარიის ბილეთი.

აზარტული თამაშებისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ თქვენ იცი... რატომ? - ვენერა არის მცირე ფული და იუპიტერი დიდი ფული, რა იცით რა ხდება და იქნებ ჯეკ პოტს იგებთ, მცირედით გარისკეთ, მე მოგებას გისურვებთ ფინანსებშიც და სიყვარულშიც“,- წერს ასტროლოგი ანა მზიანი