„ერთ-ერთი წყარო ზუსტად აუზებია....“ - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს
1754505699
სარკეებს ოდითგანვე მიაკუთვნებდნენ მაგიურ თვისებებს. ჩვენს დღემდე ზოგიერთი ცრურწმენა შემოინახა. ძველ შეხედულებებს რომ დავუჯეროთ, სარკეებთან არასწორმა მოპყრობამ შესაძლოა გამოიწვიოს უბედურება და ავადმყოფობები.
ითვლება, რომ ნაჩუქარი სარკე აფუჭებს ურთიერთობას მჩუქებელსა და საჩუქრის მიმღებს შორის. ხოლო სახლში დაკიდებულმა ნაჩუქარმა სარკემ შესაძლოა გამოიწვიოს უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სახლში სარკის გატეხა დიდი უბედურების მომასწავებელია და ამის ბევრს ღრმად სწამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეზოთერიკოსი გოგა მანია შემდეგ განმარტებას აკეთებს:
„სარკის გატეხა ცუდის მომასწავებელია იმ შემთხვევაში, თუ მას სახლშივე დატოვებთ, ან იმ ადგილას, სადაც გაგიტყდებათ. ის აუცილებლად უნდა მოიშოროთ თავიდან“, - ამბობს ეზოთერიკოსი.