გაჭერით გოგრა, ამოაცალეთ თესლი და მიმოაბნიეთ სამზარეულოში... - რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს სიმდიდრის მოსაზიდად

სიმდიდრე

რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს იმისთვის, რომ 2025 წელი ფინანსურად მომგებიანი იყოს? – მიხეილ ცაგარელის რჩევები
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია საკითხი, თუ რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ მომავალი წელი ფინანსურად მომგებიანი იყოს – ამ საკითხზე ისაუბრა ჟურნალ „სარკესთან“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

„ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, აიღეთ 3 ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა და თითოეულს თითო სურვილი ჩაუთქვით. შემდეგ ეს მონეტები გველის სიმბოლური მონეტის გვერდით დადეთ და დილამდე დატოვეთ. გვერდით მიუდგით რაიმე ხის ნაკეთობა და ერთი ჭიქა წყალი. მეორე დღეს მონეტები მოათავსეთ საფულეში ან ყულაბაში – მათი დახარჯვა უმჯობესია წლის მეორე ნახევარში, ივლისიდან.

ეს რიტუალი შესაძლებელია 29 იანვარსაც გაიმეოროთ. ასევე ბარაქისთვის, ახალი წლის დადგომის შემდეგ, გაჭერით გოგრა, ამოაცალეთ თესლი და მიმოაბნიეთ სამზარეულოში, როგორც სიუხვის სიმბოლო. დატოვეთ დილამდე. გოგრა შეგიძლიათ საკვებად გამოიყენოთ, ხოლო მისი თესლი დილით აკრიფეთ, შეინახეთ 2026 წლამდე და პირველივე ახალმთვარეობაზე ჩაყარეთ ყვავილის ქოთანში, ან რომელიმე მცენარის, ან ხის ძირში“ – განაცხადა ცაგარელმა „სარკესთან“ ინტერვიუში.