„ფრთხილად იყავით“ - ახალმთვარეობასთან დაკავშირებით, მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს

ცაგარელი

18 იანვარს ახალმთვარეობაა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.

„18 იანვარს ახალმთვარეობაა და ფრთხილად გავიაროთ ეს დღე. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და ნეგატიურ ინფორმაციებს, მძიმე საკვებსა და ალკოჰოლს! ნუ გადაიღლით თავს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად. ფრთხილად იყავით ძვალსახსროვან სისტემასთან, არ დაიზიანოთ და არავითარ შემთხვევაში არ ასწიოთ სიმძიმეები, განსაკუთრებით დღეს და ხვალ! კარგია ახალი საქმეების გეგმის ჩამოწერა, სისტემურად დაგეგმვა.

დალოცეთ ყველა, მადლიერება მიუძღვენით უფალს ყველაფრისათვის. გახსოვდეთ, რომ სიყვარულშია ერთადერთი გზა ხსნისა. სიკეთე გქონოდეთ“, - წერს ასტროლოგი.