ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
ასტროლოგები და ნუმეროლოგები თვლიან, რომ არა მარტო დაბადების რიცხვზეა დამოკიდებული ადამიანის მომავალი, არამედ მის დაბადების საათზეც! სწორედ დაბადების დროზეა დამოკიდებული, რომელი პლანეტა გახდება შენი მფარველი სიყვარულის საკითხში.
დაბადების დრო 0:00-დან 2:00 საათამდე
პასპორტის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურები და უამრავი მეგობარიც გყავს, რომლებსაც შენი პირადი ცხოვრების ყველა დეტალს უზიარებ. კომუნიკაბელურობა და გახსნილობა – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხანდახან ამას დაუკითხავი რჩევების ზღვა მოაქვს და უცხო ადამიანების გამაღიზიანებელი, გადაჭარბებული ყურადღება; ასევე, საყვარელ ადამიანში ეჭვიანობის პროვოცირებასაც იწვევს. არ გიყვარს მორიდებული და ჩუმი თაყვანისმცემლები და ახალი სასიყვარულო ექსპერიმენტებისკენ მიისწრაფვი, თუმცა აქედან ყველა წარმატებული არ იქნება.
დაბადების დრო 2:00-დან 4:00 საათამდე
შენი მფარველი – სიყვარულის მომნიჭებელი ვენერაა, რომელმაც დახვეწილი, მდიდრული ცხოვრების უნარით დაგაჯილდოვა. რესტორნები, ძვირფასი სამზარეულოები, არაჩვეულებრივი სამოსი – უდიდეს სიამოვნებას განიჭებს და ამას არც მალავ. ამასთან, შენი მხრივ, შეგიძლია ის სხვებს გაუზიარო. შენს რჩეულს უნდა შეეძლოს, გაიზიაროს შენი კომფორტისა და სიამოვნების ეს სამყარო. ასეთივე დახვეწილი და მდიდრული უნდა იყოს შენი სახლიც – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები სრულად ბედნიერი.
დაბადების დრო 4:00-დან 6:00 საათამდე
მარტივი არ არის იმათთან ურთიერთობა, ვისი მფარველიც მარსია – ომის პლანეტა, რომელიც თავის რჩეულებს ცხოვრებისეულ ძალას და მყარ ხასიათს ანიჭებს. შენ სრულფასოვანი პარტნიორი გჭირდება და არა უბრალოდ საყვარელი. ასეთის პოვნა ძნელია, მაგრამ შედეგი ამად ღირს – ძლიერი ნებისყოფის, ღირსეული ”რაინდი” ხომ შენს უსაზღვრო პატივისცემას და ყურადღებას მიიღებს.
დაბადების დრო 6:00-დან 8:00 საათამდე
შენმა მფარველმა ნეპტუნმა ძალიან მგრძნობიარე პიროვნებად მოგავლინა ამქვეყნად. ხშირად ეწირები მსხვერპლად, მალავ გარშემომყოფებისგან დარდსა და ოცნებებს. განსაცვიფრებლად მძაფრი ინტუიცია კი ყოველთვის გკარნახობს საშიშროების მოახლოებას – და შეგიძლია გაქრე უღრუბლო ურთიერთობიდან ისე, თითქოს იქ არც არასდროს ყოფილხარ.
დაბადების დრო 8:00-დან 10:00 საათამდე
შენი პლანეტა – ურანია. გარშემომყოფების პირველი წარმოდგენა შენზე ხშირად ბუნდოვანია ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველი ახალი ნაცნობი შეძლებს, შეაფასოს შენი შინაგანი სამყარო და ერთგული ბუნება. ხშირად სიყვარული მეგობრობაში გერევა, რის გამოც შენგან ყურადღების ნებისმიერ გამოვლენას ზოგიერთი სიყვარულის გამოხატვად აღიქვამს. მეგობარი და ქმარი ერთ სახეში – აი, რა გჭირდება ბედნიერებისთვის.
დაბადების დრო 10:00-დან 12:00 საათამდე
სატურნმა ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ მისწრაფებით დაგაჯილდოვა. ხანდახან გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ გცხელა, მაგრამ ეს შეცდომაა: რა თქმა უნდა, კარიერა შენთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ სიყვარულზეც არასდროს ამბობ უარს. შენი ყურადღების ობიექტი შეიძლება გახდეს წარმატებული პარტნიორი ბიზნესში ან უფროსი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია კარიერული მწვერვალების დაპყრობა. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია – პარტნიორი, რომელიც საიმედო ოჯახურ სიმყუდროვეს დაგპირდება და რომელიც ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული იქნება.
დაბადების თარიღი 12:00-დან 14:00 საათამდე
შენი მფარველი – იუპიტერია. ეჭვი არ არის, შთაბეჭდილებების მოხდენის დიდოსტატი ხარ შენი არაორდინარულობითა და არისტოკრატიულობით. ყველაზე მეტად არ გიყვარს ბანალურობა, ხშირად ირჩევ უჩვეულო ჰობის, გიყვარს გრანდიოზული რიტუალები, იქნება ეს სამხედრო აღლუმები თუ ეკლესიური დღესასწაულები. რჩეულიც შესაბამისი უნდა იშოვო: ის შეიძლება იყოს უცხოელი, მსახიობი ან მოცეკვავე, მაგრამ არა – ჩვეულებრივი ადამიანი. შემოქმედებით გზაზე სვლისას თქვენ მოახერხებთ ერთმანეთისთვის ბევრი გამოცდილების გაზიარებას.
დაბადების თარიღი 14:00-დან 16:00 საათამდე
პლუტონმა ენითაუწერელი მომხიბვლელობით დაგაჯილდოვა საპირისპირო სქესის თვალში. ყოველთვის გქონდეს შენი თანდაყოლილი შინაგანი ძალის იმედი. მაშინაც კი, თუ მთელი შენი ცხოვრების სიყვარულს დაკარგავ, შეძლებ იპოვო ახალი და დანაკარგის გარეშე გამოხვიდე ნებისმიერი სასიყვარულო ომიდან. დაუშრეტელი შინაგანი სექსუალური ენერგია საშუალებას მოგცემს, რომ სიცოცხლის ბოლომდე თაყვანისმცემლების გულები აფორიაქო და თავი სრულფასოვან ქალად იგრძნო... ნახეთ ვრცლად