ეზოთერიკოსები განმარტავენ, რა შეიძლება იყოს დილით თავისა და კისრის ტკივილი

ეზოტერიკოსები

გაგღვიძებიათ დილით თავის ტკივილით? – ეს კი შეიძლება ენერგეტიკული „ზეწოლის“ სიმპტომი იყოს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, დილით, როცა სხეული დასვენებულია, თავისა და სხეულის გარკვეულ უბნებზე ტკივილის შეგრძნება შეიძლება სულაც არ იყოს ორგანული და მას კისრის უკან ან თავის შიგნით მდებარე მუქი ნეგატიური არსი იწვევდეს.

როგორ „უსახლდება“ ის ადამიანს ორგანიზმში, რა ცვლილებებს იწვევს და რა სიმპტომებით ავლენს თავს ადრეულ ეტაპზე, ამ თემაზე საუბრობს ეზოთერიკოსი:

– რა თქმა უნდა, ყოველი თავის ტკივილი არ ნიშნავს უცხო ენერგეტიკული ერთეულის ჩასახლებას თქვენს ენერგეტიკულ სხეულში. მაგრამ, თუ ასეა, დილით თავი აგტკივდებათ. ენერგეტიკული შემოტევისას ტკივილს თითქმის ყოველთვის ახლავს დაწოლის შეგრძნება თავზე ან სხეულის გარკვეულ უბნებზე, რომელიც ხშირად დილით ვლინდება. თუმცა რეალურად, ასე არ უნდა ხდებოდეს – ადამიანი ჩვეულებრივ მხნე და დასვენებული იღვიძებს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს თავის, ხელების, ფეხების დაბუჟება… ექიმები ამ ტკივილს ოსტეოქონდროზს უკავშირებენ, რომელიც კისრის არტერიის შეკუმშვას იწვევს. და ეს სიმართლეა, მაგრამ კისერი თავისით არ დეფორმირდება. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი კისრის უკან ან თავის შიგნით მდებარე მუქი ნეგატიური არსია, რომელიც კისრის ოსტეოქონდროზის განკურნებას აფერხებს. ენერგია არ არის მედიცინის ალტერნატივა, მაგრამ ხშირად მედიცინა კურნავს შედეგს, ენერგია კი – მიზეზს. ხსენებული „ნეგატიური სიმუქე“ ბევრ ადამიანს აქვს, რომელიც რაღაც პრინციპით გვისახლდება და გარკვეულწილად, გვგავს კიდეც.

– რა პრინციპებს გულისხმობთ?

– შეგიძლიათ, გადახედოთ ცოდვების ჩამონათვალს: შური, სიხარბე, რისხვა… ყველაზე გავრცელებული მინიშნება კი ამპარტავნებაა. სწორედ ხსენებულ ბნელ ნეგატივს მიჰყავს ადამიანი გადამეტებული სიამაყისკენ. ხდება ყოყლოჩინა, თვითდაჯერებული, ამპარტავანი. მაგრამ, ეს უფრო სწორად, მიზეზი კი არა, შედეგია. ადამიანებს არ ესმით საკუთარი თავის, ვინ არიან, რისკენ უნდა ისწრავფოდნენ, რაში შეიძლება იყვნენ წარმატებულნი. ამიტომაც შურთ და ბრაზდებიან, რომ ვერაფერს აკეთებენ. როცა ადამიანს საკუთარი გულის, სულის ხმის მოსმენა არ შეუძლია, საკუთარ თავს სწყდება და გამუდმებით სხვებს უსმენს, უყურებს, ედრება, აფასებს და განსჯის. ის ვერ ხედავს თავის გზას და გამუდმებით სხვებს მიჰყვება, ეჯიბრება და აგებს, რადგან არც გზაა მისი და არც სფერო. როცა ასპარეზობ მოედანზე, რომელიც შენი არ არის, სწორედ ეს იწვევს ბრაზს, შურს, სიხარბესა და მსგავს გრძნობებს, რაც ბნელ ნეგატივს იზიდავს. თუმცა ის ყოველთვის იპოვის მიზეზს „მოსაწებებლად“, თუ საკუთარ პოტენციალსა და უმაღლეს ენერგიას დანიშნულებისამებრ არ დახარჯავთ და ეს მხოლოდ ცუდ ადამიანებს არ ეხებათ. უამრავი კარგი ადამიანი ატარებს ასეთ ბნელ „ცხიმოვან ტვირთს“ და ზოგჯერ მასზე აღმატებულსაც კი, რადგან მოქმედებს უმიზნოდ, არ ასრულებს თავის საქმეს, ან აკეთებს, მაგრამ სუსტად. ასეთი ადამიანები საკუთარი ენერგიით კვებავენ ვამპირებს, პარაზიტებს – სხვადასხვა მოძალადეს, მანიპულატორებს, საკუთარ თავზე იღებენ სხვის პრობლემებს. ცდილობენ უერთგულონ ყველანაირ ნაძირალასა თუ ამპარტავანს, არაკეთილსინდისიერ ადამიანს, რომლებიც მას კისერზე ასხედან... ნახეთ ვრცლად