დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აგვისტოს პირველი კვირა ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება აღსანიშნავი. ასტროლოგები განმარტავენ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მიმდინარე კვირაში:
ვერძი
თვის დასაწყისში ვერძების უმეტესობა ღრუბლებში დაფრინავს, არ სურთ აშკარა ფაქტების გათვალისწინება. ამის გამო არსებობს პერსპექტიული შანსების ან შესაძლებლობების ხელიდან გაშვების საფრთხე. აქ მხოლოდ ერთი რჩევაა – მონიშნეთ მიმდინარე პერიოდის მთავარი მიზანი და შეწყვიტეთ ენერგიის ხარჯვა უმნიშვნელო, ეფემერულ იდეებზე. კიდევ ერთი საშიში ტენდენცია ექსტრავაგანტულობა და ფინანსების გადაჭარბებული ხარჯვაა. ამან შეიძლება თქვენს ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
კურო
აგვისტოს პირველ კვირაში კუროს ენერგია მარსის გავლენით შეივსება, რაც გამოიწვევს შინაგან მზადყოფნას, დაუპირისპირდეს მთელ სამყაროს და საკუთარი მიზნები განახორციელოს. ივლისის ბოლო კვირის ყველანაირი მოლაპარაკებები, კონფლიქტური სიტუაციები და განსაცდელები შემსუბუქდება და კუროს ნიშნის წარმომადგენლები ამ კვირაში ემოციურად ცოტას დაისვენებენ. კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალი კუროებისთვის. მათ შეეძლებათ თავიანთი გონების ყველა გამორჩეული თვისება, დარწმუნების ძალა და ორგანიზაციული უნარები ყველას აჩვენონ.
ტყუპი
აგვისტოს პირველი კვირის მდგომარეობა ტყუპებისთვის გარკვეულწილად ვერძის მდგომარეობას წააგავს. მოგიწევთ შეცდომებზე სწავლა, გადადებულ შემთხვევებზე და მოვლენებზე ნერვიულობა, ფინანსური პროექტების განხორციელებაც გაჭიანურდება. „გადახარჯვის“ სურვილი, როგორც უარყოფითი ემოციებისა და პრობლემებისგან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ მოკლევადიან შედეგს მოგვცემს. შესაძლოა, თუ ახლა არამიზნობრივად ბევრ თანხას დახარჯავთ, მომავალში იმედგაცრუება იგრძნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში ფიტნეს კლუბს ესტუმროთ, ირბინოთ, ივარჯიშოთ და აქტიური იყოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბები აგვისტოს პირველ კვირას ყველაფრის დაგეგმვასა და გაძლიერებას დაუთმობენ, რაც მათ ცხოვრებაში აქვთ - სახლი, ოჯახი, ურთიერთობები, სამუშაო. სტაბილურობის საფრთხის განცდა კირჩხიბების მთავარი უარყოფითი ემოციაა მიმდინარე პერიოდში. ეჭვიანობა, მესაკუთრე ემოციები და ქმედებები არა მხოლოდ სულიერ, არამედ მატერიალურ საკითხებშიც გამოიხატება, ამიტომ ჯობს, თავი ხელში აიყვანოთ და არ მისცეთ ნეგატიურ ემოციებს თქვენი მართვის უფლება. კირჩხიბების ფინანსური მდგომარეობა თვის დასაწყისში საკმაოდ სტაბილურია, ჯანმრთელობა და ენერგია კი მაღალ დონეზეა. ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობას საჩუქრები და მატერიალური წახალისება აგვისტოს პირველი კვირის დასაწყისში ელის.
ლომი
კვირის დასაწყისში შესაძლოა კონფლიქტი შეგხვდეთ. გაგიჩნდებათ დილემა, რას დაემშვიდობოთ და რა დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, შესაძლოა საყვარელმა ადამიანებმა გარკვეული შენიშვნები მოგცენ, გითხრან, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ წესრიგსა და აღებულ პასუხისმგებლობებს, თქვენ კი ეს გაგაღიზიანებთ. ამ კვირაში ემოციური არასტაბილურობა გექნებათ, ოჯახში მარტივმა ხუმრობამაც კი შეიძლება კამათამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, ეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდოთ, დაკავდეთ სასიამოვნო საქმით და გადაერთოთ იმაზე, რაც ბედნიერებას განიჭებთ.
ქალწული
აგვისტოს დასაწყისში ქალწულებს ექნებათ ყველა შანსი, შეუყვარდეთ, თანაც ძლიერად და ორმხრივად. ყველაფერს, რაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას, ემოციებს, გრძნობებს, მოქმედებებს ეხება, სწორედ აგვისტოს პირველ კვირაში გაარკვევთ. მეგობრებთან კონტაქტები, სასიამოვნო ნაცნობები, საინტერესო შეხვედრები ქალწულებს შინაგანი ჰარმონიისა და პერსპექტივების პოვნის ახალ ბიძგს მისცემს. ზოგიერთ ქალწულს ისე მოეწონება აგვისტოს პირველი კვირის ემოციური მდგომარეობა, რომ მისი გახანგრძლივება მოუნდებათ. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ნაბიჯზე, სტუაციის გაანალიზებასა და გადაწყვეტილებების შემდეგ მიღებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
სასწორი
სასწორი აგვისტოს დასაწყისს გარკვეული ეჭვებითა და ყოყმანით შეხვდება. ეს არასტაბილურობა კი ურთიერთობებთან და ოჯახთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ და ამითაც ოჯახურ პრობლემას დაუკავშირდეთ. ან კიდევ გაგიჩდეთ ეჭვი ურთიერთობაში, ვეღარ გაიგოთ, რას მიანიჭოთ უპირატესობა. იცოდეთ, თუ ადამიანებთან დალაპარაკებას გადადებთ, ეს პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს. ამიტომაც, ჯობს, მოიკრიბოთ ძალა და საბოლოოდ გაარკვიოთ ის საკითხები, რაც გაწუხებთ და შინაგან შფოთვას გიჩენთ. გარდა ამისა, აგვისტოს პირველ კვირაში ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ შეგექმნებათ, ამიტომაც ამ მიმართულებით შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
მორიელი
აგვისტოს პირველი კვირა მორიელებს სასიამოვნო ემოციებს, შეხვედრებსა და წარსულთან დაკავშირებულ სიტუაციებს მოუტანს. მოულოდნელად შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთან კონტაქტები დიდი ხანია შეწყვეტილი გაქვთ. ან კიდევ გაგახსენდეთ მოვლენები, რომლებიც უკვე დაივიწყეთ. მთავარი ისაა, რომ ამ კვირაში თქვენი ემოციური ფონი სტაბილური იქნება. იმედგაცრუებული მორიელები უცებ კვლავ დაიწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ბედნიერება არსებობს და ეს ძალიან რეალური გრძნობაა. წარსულიდან მომდინარე პოზიტიური იმპულსები მიმდინარე იდეებისა და მიზნების განხორციელებას ხელს შეუწყობს. პროფესიულ საკითხებში, შესაძლოა, გადადებულ პროექტებს დაუბრუნდეთ, რომლებსაც ახლა განხორციელების ყველა შანსი აქვთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ზაფხულის ბოლო თვეს მსუბუქ, მელანქოლიურ მდგომარეობაში შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება, მაინც დადებით ენერგიას და ცხოვრების ხალისს მოგიტანთ. მშვილდოსნებს საკმაოდ დამღლელი თვე ჰქონდათ და შესაძლოა ივლისში ბევრი სტრესიც გადაიტანეთ. ამიტომაც, ახლა სრულიად დამსახურებულად გეკუთვნით დასვენება და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლება. დარჩით მარტო, დამშვიდდით, წაიკითხეთ საყვარელი წიგნი, ან შეგიძლიათ საერთოდ არაფერი გააკეთოთ - მთავარია, კომფორტულად იყოთ. თავს ნუ გადაიღლით ახალ რაღაცებზე ფიქრით და იცოდეთ, შუა კვირიდან თქვენი ნეგატიური ფიქრები აუცილებლად გაქრება, ისევ დაგიბრუნდებათ ცხოვრების ხალისი და სიცოცხლეს კვლავ ნათელ ფერებში დაინახავთ.
თხის რქა
თხის რქები აგვისტოს დასაწყისს სრულად შეიარაღებულები შეხვდებიან - ენერგია და ჯანმრთელობა მაღალ დონეზე იქნება, სურვილები და იდეები - საკმარისზე მეტი, ამ ყველაფრის გაცნობიერების ძალას კი ყოველდღე იგრძნობთ. ამ კვირაში ჯობს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობებს გადახედოთ და თუ რაიმე უსიამოვნებაა, მალევე აღმოფხვრათ. გექნებათ კარგი ფინანსური შესაძლებლობაც. გარდა ამისა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო ფიზიკურ აქტივობასაც დაუთმოთ. სრულად წაიკითხეთ ბომონდი.ge-ზე