პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძალიან დამაფიქრებელი იყო ჩემთვის ბოლო ხანს ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა ქვეყნების პრემიერების გადადგომა. არაფერი საგანგაშო, ერთი შეხედვით, ცაზე არ ხდებოდა. ასეთი ამბები ძირითადად სატურნისა და ურანის კვადრატს ემთხვევა ხოლმე და სიმართლე გითხრათ, მეც უფრო შემოდგომისკენ ველოდი გახმაურებულ მოხსნებს თუ გადადგომებს, ანუ როდესაც ეს ასპექტი გათამაშდებოდა... ახლა კი სატურნი საერთოდ არცერთ პლანეტასთან არ იყო კავშირში, არც ნეგატიურად, არც ჰარმონიულად...
რას შეეძლო გამოეწვია ასეთი პროცესი? ცხადია, მათ პირად რუკებში შეიძლებოდა სათითაოდ მიზეზების ძებნა, ასევე ქვეყნების მუნდანურ რუკებშიც... თუმცა...
თუმცა მერე მივხვდი, რაც გამომრჩა! რეტროგრადული სატურნის დაძაბული ასპექტები კარმულ კვანძებთან! ეს კონფიგურაცია 7 ივნისს ჩაირთო, ოღონდ ჯონსონმა თავის გადაწყვეტილება მხოლოდ 1 თვის მერე, 7 ივლის გაახმიანა. როდესაც ორბისი უფრო ზუსტი გახდა და თან აღმავალ კვანძს მოულოდნელობებისა და ცვლილებების პლანეტა ურანიც შეუერთდა. კვანძთან შეერთებული ურანი ირიბ კავშირში მოვიდა სატურნთან და შედეგმაც არ დააყოვნა!
ამ დაძაბულ კონფიგურაციას 22 ივლისიდან მარსიც შეემატება და სატურნს უკვე კარმული კვანძის გარდა, მასთანაც შეექმნება კონფლიქტი. 24-დან კი ურანთან უკვე ირიბი კავშირის ნაცვლად, პირდაპირი ასპექტი უჩნდება, როგორც ხვდებით, ისიც დაძაბული.
როდესაც უმართავი და არაპროგნოზირებადი ურანი, აგრესიულ მარსს უერთდება, თანაც კარმა მთელი სიგრძე-სიგანით „ეხმარება“, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ თავს ალბათ ვეღარ ვიგრძნობთ, რადგან ცხოვრების ჩვეული რეჟიმი კიდევ ერთხელ შეგვერყევა. არასტაბილური ფინანსური გარემო და ჩამოშლილი წვრილ-წვრილი ბანკები - ეს სცენარი სრულიად მოსალოდნელია. აქვე მიათვალეთ კრიპტოვალუტაც და რადგან ეს ამბები კუროს ზონაში ხდება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავდება სასურსათო პროდუქციის დეფიციტიც და ფასების ზრდასაც გამოიწვევს.. ასევე ალბათ ნიშნავს მიწების/საზღვრების გადახედვას, რაც აშკარად ვერ წაადგება კარგად მიმდინარე საომარ სიტუაციას. ხანძრების მოლოდინიც მაქვს, სამწუხაროდ.
ურანი და მარსი 9 აგვისტოს ჩათვლით იქნებიან შეერთებული. ამიტომ იქამდე ავარიების, მოულოდნელი კონფლიქტების და ხანძრების ალბათობაც მაღალი დარჩება.
აი, სატუნისა და ურნის კვადრატი კი ბევრად ხანგრძლივია - 12 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება, თუმცა, შემოდგომით უფრო აქტიური იქნება, შედეგად არაერთ პოლიტიკურ ნიუსს მოვისმენთ ხელისუფლებიდან მოულოდნელად წასულ თუ გადაყენებულ თანამდებობების პირებზე.
რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, აქაც დაძაბული ვითარებაა,( მე რომც არ გითხრათ, ისედაც ხედავთ). 9 აგვისტომდე ასე გაგრძელდება. მერე ცოტა შერბილდება ეს ატმოსფერო ... თუმცა როგორც ასპექტები აჩვენებენ, უშუალოდ პრემიერისთვის შემოდგომაც არ იქნება იოლი..
რა უნდა გავაკეთოთ ასეთი ქაოსის პირობებში, როგორ მოვიქცეთ? დააკვირდით, სად შეიძლება მოახდინოთ პოზიტიური და თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები. შესაძლოა სწორედ ახლა გაქვთ შანსი დიდი შემოტრიალება მოაწყოთ თქვენს ცხოვრებაში! თუმცა, არ დაგიმალავთ და გაგაფრთხილებთ - დანაკარგების ალბათობაც დიდია. ამიტომ საჭიროა სწორად დაიგეგმოს ყველაფერი. მინიშნებას ის სახლები მოგცემთ, რომლებიც თქვენს პირად რუკებში კუროთი იწყება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სატურნის, ურანის სახლები და მათ მიერ მართული თემები.“ - აცხადებს ასტროლოგი.