ეს უიშვიათესი მოვლენა ახლა პირველად ხდება - რას უნდა ველოდოთ 7 მარტიდან

ჰოროსკოპი

2023 წლის მარტიდან მთელ მსოფლიოში გლობალური ცვლილებები იწყება, რასაც ასტროლოგები დიდ მუტაციას უწოდებენ. მათი თქმით, ძირეული ცვლილებები პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს მიმართულებითაა მოსალოდნელი. მთავარი მიზეზი კი 7 მარტს პლანეტა სატურნის თევზების ნიშანში გადასვლით აიხსნება. ეს უიშვიათესი მოვლენაა, რომელიც 29 წლის შემდეგ ახლა პირველად ხდება.

სატურნისა და თევზების გაერთიანება 1964-1967 წლებსა და 1993-1996 წლებში იყო. როგორც ცნობილია, ეს გლობალური ცვლილებების პერიოდია. ამიტომაც, ახლაც შესაძლოა, მთელი რიგი ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდეთ. კერძოდ:

შესაძლოა, უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
გამკაცრდეს მიგრაცია.

ჩამოყალიბდეს ახალი კანონები და პროცედურები ნავთობის, გაზისა და საზღვაო რესურსების გამოყენების შესახებ.
გაჩნდეს ფსიქოლოგიური და რელიგიური თემები.

გაიზარდოს საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც ლტოლვილებს დაეხმარებიან.

გაიზარდოს ხელოვნებისადმი ინტერესი და გაჩნდეს სრულიად ახალი პროფესიები.

მსოფლიოში შესაძლოა, განკურნების ფანტასტიკური საშუალებები აღმოაჩინონ, რაც ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.