რომელ ბავშვებს და რა თანხით დააფინანსებს მერია - ნახეთ 2023 წლის სოციალური პროგრამები

ფული

თბილისის მერიამ 2023 წლის სოციალური პროგრამები გამოაქვეყნა, რომლებიც დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა შეღავათსა და უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.

2022 წლის მსგავსად, წელსაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება გაგრძელდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

18 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის ფულად დახმარებას თვეში 50 ლარის ოდენობით გაიცემა. ბენეფიციარ ოჯახებს კუთვნილი თანხა დაერიცხებათ ავტომატურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად განახლებად მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება გრძელდება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ. 

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?


მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
მხატვრული კითხვა - 25 ლარი;
საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 30 ლარი;
გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი;
ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი.
მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე. მისამართები კი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

გარდა ამისა, 2023 წლის სოციალურ პროგრამებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსებაცაა გათვალისწინებული.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას, ერთი სახეობის არჩევის უფლებით. ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:ფეხბურთი - 50 ლარიტანვარჯიში - 35 ლარიცურვა - 70 ლარისხვა სახეობები - 30 ლარი