ეს დღე საუკეთესოა საქმეების მოსაგვარებლად - ნახეთ ოქტომბრის იღბლიანი დღეები

ჰოროსკოპი

ასტროლოგების თქმით, ოქტომბერი მარტივი თვე არ იქნება, თუმცა შეგიძლიათ, ყოველი დღე ნაყოფიერად გაატაროთ და სასარგებლო საქმეები გააკეთოთ, ათვლას კი დღეიდან ვიწყებთ:

5 ოქტომბერი - კარგი დღეა უჩვეულო კერძების მოსამზადებლად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

6 ოქტომბერი - ხელსაყრელი დღეა ზუსტი მეცნიერებების შესასწავლად და გამოთვლების გასაკეთებლად. 

7 ოქტომბერი - კარგი დღეა ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც კონცენტრაციას და სიზუსტეს მოითხოვს. შეგიძლიათ წვრილმანი დეტალები მოაწესრიგოთ, დაალაგოთ საჭირო დოკუმენტები და ყველაფერს თავისი ადგილი მოუნახოთ.

8 ოქტომბერი - კარგი დღეა მუსიკისა და ვოკალის გაკვეთილებისთვის. ასევე, საყვარელი ჰობის გასახსენებლად.

9 ოქტომბერი - კარგი დღეა სახლის დეკორის შესაცვლელად, მცირე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.

10 ოქტომბერი - ხელსაყრელი დღეა გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურებისთვის. თუ დიდი ხანია სპორტით დაკავებას აპირებთ ან კიდევ ვარჯიშის დაწყება გინდათ, სწორედ ეს დღე აირჩიეთ. ასტროლოგების თქმით, ასეთ შემთხვევაში სპორტისთვის თავის დანებება აღარ მოგინდებათ და ხანგრძლივი დროით გააგრძელებთ ვარჯიშს.

11 ოქტომბერი - კარგი დღეა სახლის სრულად მოწესრიგებისთვის. შეგიძლიათ, გამოასუფთაოთ კარადები და გადაწყვიტოთ, რომელი ნივთი შეინახოთ და რომელი გადააგდოთ.

12 ოქტომბერი – ამ დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ მცირე მანძილე მოგზაურობა ან კიდევ ახლობელ ადამიანებთან ვიზიტი.

13 ოქტომბერი - კარგი დღეა ოფიციალური წერილების შესადგენად და სხვადასხვა უწყებასთან გასაგზავნად.

14 ოქტომბერი - კარგია მშენებლობასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება. თუ რემონტს გეგმავთ, ამ დღეს შეგიძლიათ გაზომოთ ფართი, შეარჩიოთ მასალები.

15 ოქტომბერი - კარგი დღეა ისეთი აქტივობებისთვის, რომლებიც სიმშვიდისა და ჰარმონიის პოვნაში დაგეხმარებათ.

16 ოქტომბერი - კარგი დღეა ფიზიკური გაჯანსაღებისთვის, მასაჟისა და სხვა პროცედურების ჩასატარებლად.