დღეიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც ის ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს

ასტროლოგია

2026 წლის 26 თებერვლიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ ფაზას 20 მარტს დაასრულებს. იქამდე კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ადამიანი მნიშვნელოვან გავლენას იგრძნობს.

ამ დროს სხვადასხვა მექანიზმი ხარვეზებით მუშაობს, კომუნიკაციაში კი გაუგებრობები იჩენს თავს. იმ მოვლენების გახსენების მძაფრი სურვილი გვიჩნდება, რომლებიც თავის დროზე ვერ განხორციელდა, არ შედგა ან ხელიდან გაგვისხლტა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით სიყვარულისა და ურთიერთობების სფეროში გამოვლინდება.

​რეტროგრადული მერკურის პერიოდში ფანტაზიებმა შესაძლოა გონებაზე გაიმარჯვოს: თქვენ მოგეჩვენებათ, რომ წარსული არც ისე ცუდი იყო, ძველი ურთიერთობები კი შეცდომას აღარ მოგაგონებთ. ყოფილი პარტნიორები თქვენს ცხოვრებაში შემთხვევით კი არა, სწორედ მერკურის მიერ გაცემული ენერგიის წყალობით გამოჩნდებიან. თუმცა, ეს ენერგია მაცდურია: ლოგიკური და რაციონალური მერკურისთვის მსგავსი "მოჩვენებითი" დაბრუნებები შეუთავსებელი და მატყუარა მოვლენებია. შესაბამისად, ახლა საკუთარ ფიქრებში არევა და ილუზიების შექმნა ძალიან ადვილია. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, ილუზიები და წარმოსახვა მკაცრად გავაკონტროლოთ. ნოსტალგიას გონების დაბინდვის საშუალება არ მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეტროგრადული პერიოდის დასრულების შემდეგ, შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეთ და აღმოაჩინოთ, რომ კიდევ ერთხელ შეცდით და გაზვიადებული მოლოდინები შექმენით. 

​ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს: ​

თევზები
ინტელექტის პლანეტა ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ თევზებს უთმობს. მერკური ახლა თქვენს ნიშანში იმყოფება და თქვენს გონებაში ისეთი ქაოსის შექმნას აპირებს, რაც თავადაც გაგაოცებთ. ფრთხილად იყავით: ახალი, ბრწყინვალე იდეები, რომლებიც ამ მომენტში გენიალურად გეჩვენებათ, მერკურის რეტროგრადული ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლოა, უმნიშვნელო აღმოჩნდეს. გლობალური დასკვნების გამოტანასა და ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს ნუ იჩქარებთ.

​ქალწული
მიწის ნიშანი ხართ, ღრუბლებში ფრენა არ გიყვართ და მიწაზე მყარად დგახართ. თუმცა, ამ პერიოდმა შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებში მძაფრი ემოციური რყევები გამოიწვიოს. თქვენი პარტნიორი მოულოდნელად რთული მოსაუბრე გახდება ან, პირიქით, რომელიმე უცხო ადამიანი იდეალად მოგეჩვენებათ. ახალი ნაცნობობით ნუ მოიხიბლებით! ყველაფერი, რაც ახლა ბედისწერად გეჩვენებათ, შესაძლოა სერიოზულ კარმულ მახედ იქცეს, საიდანაც თავის დაღწევა მოგვიანებით ძალიან გაგიჭირდებათ...ვრცლად