ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოახლოებული რთული პერიოდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, რთული დღეების გავლა 15 ნოემბრამდე მოგვიწევს.
„მინდა ყველას გთხოვოთ, რომ საკუთარ თავებს სრული მობილიზაცია გამოუცხადოთ. წინ კოსმიური შტორმია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე მოვლენა გვაქვს, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველი - დედამიწა დღეიდან, 15 ნოემბრამდე უარყოფით ენერგოველში შედის. გეომანტია იძაბება, რაც ქმნის კონფლიქტებს, ჯანმრთელობის პრობლემებს და სხვადასხვა სახის უსიამოვნებას. პლუს, ამინდების, წნევის ცვლილება.
მეორე - მზე, მერკური და ვენერა გადადიან მორიელში. მორიელი მოგეხსენებათ, ეს არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, წყენა, სამაგიეროს გადახდა, ეს არის ზედმეტი სიხისტე, პირდაპირობა. ეს უარყოფითი მოიმატებს ამ დედამიწის უარყოფით ენერგოველთან ერთად.
მესამე ფაქტორია მზისა და მთვარის დაბნელება. ხვალ გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა. 8 ნოემბერს გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. გასავლელი გვაქვს დაბნელებების დერეფანი, ამიტომ ეს ნეგატიურ დაღს ასვამს და ადამიანს აყენებს გამოცდების წინაშე: თავდაჭერა, მოთმინება, სიფრთხილე, წინდახედულობა, პრაგმატული აზროვნება და ა.შ.“ - თქვა ცაგარელმა „იმედის დღეში“.