1734375044
პიტერ სიიარტო: საქართველოს საკითხზე ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური ფარისევლობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოს საკითხზე ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური ფარისევლობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„აბსოლუტურად ნათელია, თუ რაზეა საუბარი: ვინაიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს ლიბერალურმა პარტიებმა, ვერ გაიმარჯვეს ბრიუსელის მიერ სასურველად მიჩნეულმა ლიბერალურმა ძალებმა, არამედ გაიმარჯვა კონსერვატიულმა, მშვიდობის მომხრე პატრიოტულმა პარტიამ, მათ დაიწყეს ელემენტარული პოლიტიკური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„გასულ კვირას, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბუდაპეშტში იმყოფებოდა, მან მითხრა, რომ დემონსტრაციის მონაწილეებს შორის ხშირად ჩნდებიან უკიდურესად აგრესიული დემონსტრანტები, რომელთა მოქმედების შედეგად ორმოცამდე პოლიციელი დაშავდა, მათ შორის 20-მდე მძიმედ“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ის ცნობები, სადაც მხოლოდ პოლიციის ძალადობაზეა საუბარი, ცალმხრივია.