დასახელდა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პირად და საქმიან ურთიერთობებში წარმატებული პერიოდი ელოდება

მზებუდობა

17 იანვარს, ჰარმონიის, სილამაზის, ფინანსების, კრეატიულობის, ხელოვნების, უნარების, ნიჭისა და პარტნიორობის პლანეტა - ვენერა მერწყულის ნიშანში შევა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ვენერა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანში მიმდინარე წლის 10 თებერვლამდე დარჩება.

პირველ რიგში, ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიზნესთან, კომერციასთან, ვაჭრობასთან, საბანკო საქმესთან და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, განსაკუთრებით მხატვრობასთან, დიზაინთან, ლიტერატურასთან, პოეზიასთან და ქორეოგრაფიასთან დაკავშირებულ თემებზე.

თუ დიდი ხანია, საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობთ, ფინანსების დაბანდება გსურთ, თვითგანვითარებაზე ზრუნვას, ახალი საქმეების დაწყებას, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და პირად ურთიერთობებში ცვლილებებს გეგმავთ, ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და სასურველი შედეგები მიიღოთ.

დადებით გავლენას იგრძნობს: მერწყული, ტყუპები, სასწორი, ვერძი, მშვილდოსანი