ასტროლოგის გაფრთხილება სავსემთვარეობასთან დაკავშირებით

სავსემთვარეობა

10 ოქტომბერს (თბილისის დროით 0:55 საათზე) - სავსემთვარეობა იქნება. მისი გავლენა საგრძნობი იქნება 9-შიც და 11-შიც, მით უმეტეს, რომ ამ დღეებში მთვარე ვერძის ნიშანში იმოძრავებს.

ნახეთ, ასტროლოგ რამაზ გიგაურის 9 რჩევა ↓

* არ იჩქაროთ;

* მოერიდეთ ექსტრემალურ, აგრესიულ და სახიფათო სიტუაციებს (იმატებს კონფლიქტებისა და ტექნიკური ავარიების ალბათობა);

* ყურადღება ცეცხლსასროლ იარაღთან და ბასრ საგნებთან ურთიერთობისას;

* ყურადღება მომწამვლელ ნივთიერებებთან დაკავშირებით (ალკოჰოლი, ნარკოტიკი). იმატებს ლეტალურობის ალბათობა;

* ასევე მატულობს მოტყუების და ჭორების ალბათობა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გადაამოწმეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

* იყავით მომთმენი, წინდახედული და საჭირო დროს წადით კომპრომისზე;

* კარგი დღეა რეკლამის გაშვებისთვის ან განცხადებების გამოქვეყნებისთვის (მათ შორის აგრესიული რეკლამისთვის).

* ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ვერძისა და სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;

* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძში ან სასწორში ასცენდენტი, მთვარე ან სტელიუმი აქვთ განთავსებული.

ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და სიხარულს გისურვებთ!