ასტროლოგი საუბრობს მინიშნებებზე, რომელსაც ვარსკვლავები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მთვარის დაბნელების დროს უგზავნის

მთვარის დაბნელება

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ოდიშელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის იმ მინიშნებებზე წერს, რომელიც მთავრის დაბნელების პერიოდშია მოსალოდნელი:

ვერძი

იზოლაციის დასასრული. მედიტაციური მდგომარეობა. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. რაღაც ინფორმაციას ფარდა ეხდება.

კურო

სოციალური თემების, ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის აქტუალიზაცია. მეგობრების თემას მიაქციეთ ყურადღება. ღონისძიებებზე თქვენს მიმართ ყურადღება მატულობს.

ტყუპები

კარიერულ ასპარეზზე, ასევე შესაძლოა სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები. მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებსა და მეტად იყავით ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.

კირჩხიბი

ცვლიებები განათლების, უცხოეთის თემასთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგზაურობაც მოგიწიოთ. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სფეროს, როგორც პირად ასევე საქმიან კავშირებსაც. გამოიყენეთ ეს რამდენიმე თვე ეფექტურად!

ლომი

მემკვიდრეობასთან, კრედიტის თემასთან, დიდ ფინანსებთან, ღრმა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. თქვენ ჩახურავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან თავს, მოემზადეთ ახალი სტარტისთვის!

ქალწული

პარტნიორული საკითხების წინ წამოწევა, როგორც პირად-სასიყვარულო, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული. ახლა შესაძლოა დაიდოს შედეგებიც, თუმცა გარკვეული იმედგაცრუებებია მოსალოდნელი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, მოკლედ რომ ვთქვათ მათ, ჭეშმარიტ სახეს ახლა კარგად დაინახავთ.

სასწორი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს (შესაძლოა გამოჯანმრთელება). ან გარკვეული ყოფითიდა სამსახურეობრივი საკითხების, ჩვევების ცვლა. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარიც.

მორიელი

ბავშვებთან დაკავშირებული თემის აქტუალიზაცია. შემოქმედებითი უნარები მეტად იჩენს თავს, ასევე რომატიულ ვნებათაღელვაში მოექცევით, ძველმა გრძნობებმა შეიძლება თავიდან იფეთქონ!

მშვილდოსანი

სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული თემების ეპიცენტრში ხართ, შესაძლოა ბიზნესკუთხით, რემონტის სახით ან სულაც ახალი ბინადარი ოჯახში.

თხის რქა

კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი. შედეგები მეზობლებთან, ნათესავებთან, და-ძმებთან მოლაპარაკებებში ან დავების პროცესების დასრულება. მგზავრობები და სწავლის საკითების აქტუალიზაცია.

მერწყული

ფინანსებთან დაკავშირებული თემა აქცენტირებულია. შესაძლოა მიიღოთ ფულადი ჯილდო, გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყაროები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პერიოდი არის თქვენთვის მოსამზადებელი, ახლა თქვენ მოთელვებსაც გადიხართ.

თევზები

ცვლილებები შესაძლოა ნებისმიერ სფეროს მოიცავდეს, დაწყებული ჯანმრთელობით, იმიჯით დასრულებული ზოგადად ურთიერთობების კუთხით. იყავით ყურადღებით ახალ შემოთავაზებებთან, მოეკიდეთ ყველა საკითხს რაციონალურად, გადახედეთ წინა პერიოდსაც, შესაძლოა ეს მტკივნეული გარემოება თავის დანაკარგებით, იქცეს ყველაზე ეფექტური ტრანსფორმაციის გზად, თუმცა გახსოვდეთ, რომ ახლა ვითარების კორექცია შესაძლებელია!