გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლებსაც 2022 წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაუმართლებთ და სანუკვარი ოცნებები აუხდებათ:
ტყუპები
წლის დასაწყისში მომხდარი უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, ზოდიაქოს ამ ნიშანმა სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა. ყველა დაგეგმილი გეგმა არ განხორციელდა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ვითარება შეიცვლება: გექნებათ შესაძლებლობა, რომ ის, რაც დაგეგმეთ, განახორციელოთ. ივნისის შემდეგ ტყუპების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იქნება შესაძლებლობები, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სასარგებლო ინფორმაციის მიღების შემდეგ კარიერული კუთხით საგრძნობლად წინ წახვალთ და შეძლებთ ყოველდღიური საკითხების მოგვარებას. ტყუპები ადვილად გაუმკლავდებიან ნებისმიერ სირთულეს, თუ საკუთარ ინტუიციას დაეყრდნობიან. ასევე, ნიშნის წარმომადგენლები ირგვლივ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას შეძლებენ, რაც მათ პირად ცხოვრებას გააუმჯობესებს. თუ პოზიტიური დამოკიდებულება გაგრძელდება, მაშინ წარმატება ყველა სფეროში გარანტირებულია.
სასწორი
2022 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში სასწორს გაუმართლებს. ამ ნიშანს კარიერული ზრდის შესაძლებლობა ექნება. ასევე, შესაძლოა განახორციელოს ახალი პროექტები, დააწინაურონ სამსახურში. ვარსკვლავები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას ხელს უწყობენ. ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება, საინტერესო იდეები კი თქვენთან იქნება. გადალახავთ ყველა დაბრკოლებას და შეძლებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. ასტროლოგები გირჩევენ თამამად გახსნათ საკუთარი ბიზნესი. დაგეგმეთ თქვენი ფინანსები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები იქნება. ურთიერთობებში სირთულეების რაოდენობა შემცირდება, ახალი ნაცნობები კი ძალიან პერსპექტიულები აღმოჩნდებიან თქვენთვის.
ქალწული
ქალწულის შეუპოვრობა და შრომა საბოლოოდ დაჯილდოვდება. წლის მეორე ნახევარში ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობა გექნებათ. შემოსავალი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს თქვენს მოსალოდნელ ხარჯებს, ასე რომ, სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ. ასევე, ნუ იტყვით უარს პერსპექტიულ შემოთავაზებებზე. იღბალი არ დაგტოვებთ, თუ სურვილს გამოიჩენთ და რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობას აიღებთ. მნიშვნელოვანია მიზნის დანახვა და სტრატეგიის შემუშავებაც.
პირადი ურთიერთობები უკან დაიხევს. მოერიდეთ კონფლიქტს – მცირე გაუგებრობები შეიძლება დიდ პრობლემებად გადაიზარდოს. იყავით მომთმენი და მოემზადეთ კომპრომისისთვის. დიდია საცხოვრებელი ადგილის ან პარტნიორის შეცვლის ალბათობა, მაგრამ ნებისმიერი ცვლილება მომგებიანი იქნება.
თხის რქა
სასიამოვნო სიურპრიზები წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. წახვალთ დაუგეგმავ მოგზაურობაში, იპოვით ახალ მეგობრებს და შეხვდებით ნამდვილ სიყვარულს. ფინანსების საკითხები მარტივად მოგვარდება. კარიერაში წარმატების წყალობით, თხის რქები ნანატრ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი სამუშაოს შეცვლას გადაწყვეტს. წარმატებები თან ახლავს მათ, ვინც სწორი მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად დაბრკოლებებისა. წლის მეორე ნახევარში საკმარისია მინიმალური ძალისხმევა, რათა შესანიშნავი ფორმა შეინარჩუნოთ. მხოლოდ გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას - ნებისმიერ სიტუაციაში შეეცადეთ, იყოთ მშვიდად.