პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, ამ პერიოდის წამყვანი ასპექტი ვენერა-მარსის კვადრატი იქნება.
ვენერა - ასტროლოგიაში სიყვარულის, სილამაზის, რომანტიკის და ხელოვნების პლანეტაა, მარსი - ენერგია, სექსუალურობა, ბრძოლა და მიზანსწრაფვას მართავს. კვადრატული ასპექტი - ეს არის დაძაბული, კონფლიქტური ასპექტი, რომელიც პერიოდულად მოქმედებს (განსხვავებით მუდმივად მოქმედი ოპოზიციური ასპექტისა).
ვისთვის იქნება ეს პერიოდ ხელსაყრელი და რა უნდა ვიცოდეთ, ამას ასტროლოგი დეტალურად განმარტავს.
„აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია ურთიერთობებში დაირღვეს ჰარმონია, ქვემოთ წამოვა ტაქტი და დიპლომატიურობა, რაც ბუნებრივია, ნეგატიურად იმოქმედებს პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებზე. მოიმატებს პრეტენზიულობის, მეტის მოლოდინის და დაუკმაყოფილებლობის განცდა. მოიმატებს დაპირისპირებისა და კონფლიქტების ალბათობაც. თუმცა ვენერა-მარსის ნეგატიური ასპექტი აძლიერებს სექსუალურობას და სიყვარულში ახალი იმპულსების მიღების მძაფრ სურვილს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე პერიოდში მოქმედებს მზე-ნეპტუნის ოპოზიციაც, რაც აძლიერებს ბუნდოვანებას, ილუზიურობას და გადამეტებულ სუბიექტურობას. ამ დროს ადამიანებს უჭირთ დაინახონ სიტუაცია ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეშია. ამიტომ მოვლენებსა და ადამიანებს „აბამენ“ უფრო მეტს, რაც შემდგომ იმედგაცრუების მიზეზი ხდება. ამიტომ ახალი ურთიერთობების დაწყება ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოხდეს. ამასთანავე, ძველ ურთიერთობებში არასასურველია საქმეების გარჩევა და ურთიერთობების გარკვევა. ეს უმეტესწილად უფრო მეტ დაძაბულობამდე და განხეთქილებამდეც კი მივა.
18-19 სექტემბრიდან საერთო სიტუაცია დამშვიდდება და ამას მზე-პლუტონის ტრიგონი შეუწყობს ხელს (ამ ასპექტის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი 15-23 სექტემბრის შუალედში იქნება). მზე-პლუტონის ტრიგონის გავლენა ადამიანებს დაეხმარება ცვლილებები უფრო გააზრებულად დაგეგმონ და განახორციელონ. ამ პერიოდიდან ცვლილება იქნება არა უბრალოდ ნგრევა, არამედ საინტერესო ტრანსფორმაცია.
სწორედ, 18-19 სექტემბრიდან გაადვილდება იმ გართულებული ურთიერთობების დალაგება, რომელიც 12-13 სექტემბრიდან (ან უფრო ადრე) დაიწყო. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში ვენერა-ურანის ტრიგონული ასპექტის გავლენაც საგრძნობი იქნება (გავლენის პერიოდი 16-23 სექტემბერი). ეს ასპექტი ადამიანებს საშუალებას მისცემს, პირად ცხოვრებაში შექმნილ პრობლემებს არაორდინალური გადაწყვეტა მოუძებნონ და საინტერესოდ განაახლონ (ან „გადატვირთონ“) მათთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები.“ - აცხადებს რამაზ გიგაური.