პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
5 სექტემბრიდან (სიყვარულის, სილამაზის და ფინანსების პლანეტა ვენერა ქალწულის ნიშანში გადავიდა და იქ 29 სექტემბრამდე დარჩება.
ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტებით, ვენერას ეს ინგრესია მოიტანს ურთიერთობების ობიექტურ, რაციონალურ და პრაგმატულ ჭრილში დანახვის საშუალებას. ვენერა - ქალწულში დაცემულ პოზიციაში იმყოფება, ამიტომ ვენერა ამ ნიშანში „კარგავს“ თავის „ღირსებებს“ - სითბოს, სიმშვიდეს, წონასწორობას, სიყვარულის გამოვლენის უნარს. „დაცემისას“ პლანეტა ძლიერია შინაგანად, თუმცა გარეგნულად მისი გამოვლენა სუსტია, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია რთულად გამოვლინდეს ის შეგრძნებები, რასაც ადამიანები შინაგანად გრძნობენ. უფრო მეტიც, მოიმატებს კრიტიკულობა, რადგან აქ ვენერას მმართველი რაციონალური და კრიტიკული მერკური ხდება.
„10-21 სექტემბრის შუალედში ვენერა-მარსის ნეგატიური კავშირი გააძლიერებს სექსუალურობას და გაზრდის ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობას. თუმცა პარალელურად, ის მიანიშნებს კონფლიქტურ სიტუაციებზეც, ამიტომ ამ პერიოდში არ არის სასურველი სასიყვარულო პარტნიორთან კამათი და საქმეების გარჩევა (მოსალოდნელია ამან სიტუაცია უფრო გაართულოს).
ვენერას ქალწულში ინგრესია ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება უპირველესად მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა). ამ ადამიანებისთვის შესაძლებელი გახდება ბევრი რთული საკითხის მოგვარება (განსაკუთრებით პირად ცხოვრებასთან და ფინანსებთან).
ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ ქალწულის ნიშანში აქვთ (მიუხედავად მათი ზოდიაქოს ნიშნისა). ამ ადამიანების ცხოვრებაში მოსალოდნელია 2021 წლის ზაფხულის მეორე ნახევრის შემდგომ დაწყებული ან განვითარებული ურთიერთობები გარკვეულწილად შეჯამდეს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნაკლებად ინტენსიური იქნება.“ - ამბობს ასტროლოგი.