პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვერძი
შესაძლოა, დღეს ამბიციური გეგმების გამო, ანგარიში არ გაუწიოთ სხვათა სურვილებს და რეალობას. ჯერ კიდევ არ არის გვიან, გამოიჩინოთ გონიერება და სწორად შეაფასოთ მოვლენები, გააანალიზეთ თქვენი ქმედებები.
კურო
დამღლელი დღეების შემდეგ, აუცილებლად დაგჭირდებათ დადებითი ემოციები. გაინებივრეთ თავი რაიმე სასურველი ნივთის შეძენით. გამოიჩინეთ მეტი ოპტიმიზმი.
ტყუპები
სიტუაციები თანდათან უმჯობესდება, უფრო ნათელი და აშკარა ხდება ყველა საკითხი, რაც აქამდე თქვენთვის გაურკვეველი იყო, მშვიდად განაგრძეთ სვლა და თამამად დაგეგმეთ სასურველი მომავალი.
კირჩხიბი
შეგიძლიათ, მშვიდად ამოისუნთქოთ, მაგრამ გამოიჩინეთ წინდახედულობა, ნუ აიღებთ სხვათა პრობლემებს საკუთარ თავზე , საღად შეაფასეთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები.
ლომი
ახლა თავმდაბლობის დრო არ არის, არიან ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, არ აწყობთ თქვენი წარმატება. ნურავის მიაქცევთ ყურადღებას, თქვენი შრომა და გულისხმიერება მეტ პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს.
ქალწული
სასურველია, პირდაპირ დააფიქსიროთ საკუთარი მოთხოვნები. ნუ დაელოდებით რომ უთქმელად მიგიხვდებიან სურვილებს, ჩამოაყალიბეთ აზრები კონკრეტულად და გასაგებად.
სასწორი
ყურადღება გაამახვილეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ პატარა სასიამოვნო სიტუაციები. მადლიერება და კმაყოფილება გამოხატეთ სხვათა მიმართ.
მორიელი
დროა სერიოზულად მიუდგეთ იმ ინფორმაციებს, რომელიც თქვენამდე მოდის. გაფილტრეთ და დაკავდით მხოლოდ რეალური, საღი კავშირებით.
მშვილდოსანი
იყავით უფრო მოქნილი და დიპლომატიური, ორმაგი სტანდარტები არ არის მოგებიანი პოზიცია. იყავით დარწმუნებული, რომ თქვენი მცდელობა კარგ შედეგს გამოიღებს.
თხის რქა
შესაძლოა, დღეს რთული საქმე იტვირთოთ, დაწინაურების დიდი ალბათობაა, ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის, ყველაფერს გაართმევთ თავს, მთავარია, ძალების მობილიზება.
მერწყული
მოერიდეთ უხეშ და ნეგატიურ ადამიანებს, ნურავის მისცემთ უფლებას, ხასიათი გაგიფუჭონ უსიამოვნო , წინდაუხედავი კომენტარებით.
თევზები
იყავით უფრო თამამი, გაბედული, მოხერხებული და დაარღვიეთ თამაშის წესები! გამოიჩინეთ ინიციატივა. გამოფხიზლდით, გადაახალისეთ გეგმები, შეცვალეთ სტრატეგია.