1753972642
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
„2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.