ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ასტროლოგი ხათუნა ნოელი 21 მარტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"21 მარტს, თბილისის დროით 21:24 წუთზე ვერძის 1*ზე გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა. მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ხსნის ახალ ერთწლიან ციკლს, ვინაიდან სწორედ ვერძის 1ლი გრადუსზე მზის გადასვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს დგება ხოლმე ასტრონომიული ახალი წელი.ახლა კი არა მხოლოდ მზე იწყებს თავის ახალ წლიურ ციკლს, არამედ მთვარეც. ეს ნიშნავს, რომ განახლებისა და გადატვირთვის ენერგია გაერთიანებულია და ისინი ერთად ქმნიან უნიკალურ კოსმიურ ენერგიას, რომელიც შეიძლება გამოიყენო საკუთარი სარგებლისთვის. დგება სიახლეების, ინიციატივების, ახალი ძიებების და წამოწყებების დრო. ბუნება იღვიძებს და მასთან ერთად უნდა გამოვიღვიძოთ ჩვენც.
უშუალოდ 21 მარტი და ასევე პერიოდი მომდევნო ახალმთვარეობამდე უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი იქნება მთელი წლის მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ეს დღე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ ნეგატიურად, წუწუნით, უკმაყოფილების გამოხატვით. არასასრველია ჩხუბი, კონფლიქტები. უნდა მეტი პოზიტივი და ჰარმონია შევიტანოთ ცხოვრების რიტმში, მივუძღვნათ ეს დღე თვითგანვითარებას, გარშემომყოფებისათვის დახმარების გაწევას, სასარგებლო და კეთილ საქმეებს. მით უფრო რომ მზისა და მთვარესთან ახლა ნეპტუნიც შეერთებაში მოდის და სწორედ ჰუმანურობის, სულიერების, თანაგრძნობის გამოჩენისაკენ გვიბიძგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეპტუნმა შეიძლება იმუშაოს როგორც ილუზიებმა, ფუჭმა იმედებმა, გარეშე ადამიანებისაგან მოტყუების მცდელობებმა...
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მზისა და მთვარის გარდა, ვერძში ახლა იმყოფებიან მერკური, ქირონი და იუპიტერიც, რაც პლანეტების ნაწილობრივი პარადის მაჩვენებელია. სრული პარადები ძალზე იშვიათი მოვლენაა, თუმცა ამ ახალ მთვარეობის მნიშვნელობაზე ეს ნაწილობრივაც იძლევა დასტურს. ვერძის ნიშანში ენერგიის ამხელა კონცენტრაციას შეუძლია ახალ, სრულიად განსხვავებულ ეპოქაში გადაგვანაცვლოს, მაგრამ ამისათვის ჯერ წინა პროგრამები და ვალდებულებები უნდა დავხუროთ" - წერს ნოელი ფეისბუქზე.
ასტროლოგი მათ ვისაც სურვილების ჩაფიქრების სჯერა, შემდეგ "დავალებას" აძლევს.
ვნახოთ, რა გვევალება:
საქართველოს მუნდანურ რუკაში (16/12-2018) ვერძის 1 გრადუსი ხვდება მე12 სახლში, რომელიც ყველაფერ დაფარულს (მათ შორის უცხო ქვეყნის ჯაშუშებსაც ) უკავშირდება. ამიტომ ვფიქრობ, ცნობილი მოვლენების ექო მომდევნო მთვარის ფაზამდე ჯერ კიდევ აქტუალური იქნება. სამწუხაროდ, ეს სახლი თავისთავში ბევრ კარგს არაფერს გულისხმობს, აქ შედის: სადაზვერვო და კონტრდაზვერვის სამსახურები, საიდუმლო შეთქმულებები, ფარული გარიგებები, პოლიტიკური მკვლელობები,დახურული ტიპის დაწესებულებები, გატაცება გამოსასყიდისთვის... ეტყობა ეს თემები გვაქვს დასახური და უკან მოსატოვებელი.
ერთადერთი კარგი რაც ამ სახლს გააჩნია - ქველმოქმედებაა და მოდით ჩვენც მაქსიმალურად ეს თემა წამოვწიოთ წინ , იქნებ სხვა, ბევრად უფრო პრობლემურებისათვის აღარ დარჩეს მაშინ ადგილი.
რაც შეეხებათ ზოდიაქოს წარმომადგენლებს:
განსაკუთრებული დატვირთვა ამ ახალმთვარეობას რა თქმა უნდა ვერძებისათვის ექნება, ასევე თევზების ბოლო გრადუსზე დაბადებულებისთვისაც.საყურადღებო იქნება მათთვის, ვის პირად რუკებშიც ვერძის, კირჩხიბის, სასწორის ან თხის რქის 1 გრადუსზე პლანეტა, ან რუკის მნიშვნელოვანი წერტილებია განლაგებული, ამ ადამიანებს სიფხიზლის გამოჩენა მართებთ, მინიმუმ მთვარის მომდევნო ფაზამდე ანუ სავსემთვარეობამდე. შესაძლოა ეს პერიოდი დაძაბულად წარიმართოს მათთვის.სამაგიეროდ ძალზე კარგი დრო დაუდგათ ლომებს, მშვილდოსნებს, ტყუპებს და მერწყულებს. აგრეთვე მათ, ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნებში რაიმე პლანეტები ჰყავთ.ვინც არ ვახსენე, მათთვის ნეიტრალური პერიოდია.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ზოგადი პროგნოზი, რომელშიც პირად რუკას აუცილებლად შეაქვს ხოლმე კორექტივები.თქვენი ჰოროსკოპის, ინდივიდუალური პროგნოზის ან სხვა ასტროლოგიური მომსახურებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში.ახლა კი თუ რატომ დევს სტატიის ფონზე გასაღებების და არა ახალი მთვარის სურათი ახალმთვარეობაზე როგორც იცით, კარგია სურვილების ჩაფიქრება. ჰოდა ამ ახალ მთვარეზე 21:24-ზე რამე უხმარი გასაღები დაიჭირეთ ხელში, უკეთესი იქნება თუ ქირონის სიმბოლოს მსგავსი ფორმა ექნება, და სურვილი ისე ჩაიფიქრეთ. გისურვებთ კეთილი სურვილები ყველას აგხდომოდეთ.