ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
კვირა ვენერას სასწორში შესვლით იწყება, რაც სიმბოლურად ესთეტიკასთან, წონასწორობასთან, დიპლომატიასთან და დახვეწილ ურთიერთობასთან დაბრუნებას გამოხატავს. თუმცა, ხუთშაბათისთვის დაძაბულობა იზრდება. მზისა და იუპიტერის არახელსაყრელი პოზიციის გამო, კონფლიქტებია მოსალოდნელი. ხოლო ლილიტის, მარსის და მერკურის შეერთება მორიელში 18 და 19 ოქტომბერს ფარულ ვნებებსა და საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლის გააქტიურებას გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 13-19 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი
ეს კვირა თქვენგან სრულ ერთგულებასა და თავდადებას მოითხოვს. გაქვთ შანსი, ყველა იმ გეგმასა და მიზანს მიაღწიოთ, რომლებიც მიმდინარე კვირისთვის დაგეგმეთ, თუმცა ამისათვის მოთმინება და შრომისმოყვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაპირებებთან და ამბიციების გამოხატვასთან ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით საჯარო სფეროში. მიმდინარე კვირა გაჩვენებთ, რომ თანამშრომლობასა და ირგვლივ სანდო ადამიანების შემოკრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
კურო
ცვლილებები, რომლებიც საცხოვრებელ სახლთან, რემონტთან ან სახლის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ მეტად გააქტიურდება და საყვარელი ადამიანისაგან მხარდაჭერას იგრძნობთ. კომპრომისები და ერთმანეთის მოსმენის უნარი წარმატების გასაღები იქნება. შესაძლო გაუგებრობების შემთხვევაშიც კი, კონსტრუქციული მიდგომა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
საქმიან სფეროში თანაგუნდელებთან ურთიერთობას ყურადღება მიაქციეთ. გუნდში გაუგებრობებმა შეიძლება, დავალებების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. თანამშრომლებს კოლეგებთან შესაძლოა, მცირე კონფლიქტები ჰქონდეთ, მაგრამ ეს საერთო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში პარტნიორებთან ურთიერთობა კვლავ აქტუალურია - პროგრესი შესაძლებელია, თუმცა არა მყისიერად. მიმდინარე კვირაში შემოსავლების გაზრდისა და ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა გექნებათ.
კირჩხიბი
მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლოა, მომატებულმა შფოთვამ და ემოციურობამ შეგაწუხოთ. ეს ინტენსიური მუშაობისა და შინაგანი ბრძოლის პერიოდია, ამიტომ რუტინის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დასვენებას შესაბამისი დრო დაუთმოთ. ასევე, ფინანსებთან დაკავშირებითაც ფრთხილად იყავით. ჯობს, არაგონივრული ხარჯები თავიდან აირიდოთ და რესურსები დაზოგოთ. თუ თქვენ თანმიმდევრული იქნებით, რთულ ამოცანებთან გამკლავებასაც კი შედარებით მარტივად შეძლებთ.
ლომი
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. ბევრი საქმე გამოჩნდება და თითქმის ყველა დღე თქვენგან სრულ ჩართულობას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარტნიორობას - როგორც ახალს, ასევე არსებულ ურთიერთობას. ძველი კონტაქტების აღდგენა, საქმიანი კავშირების განმტკიცება და საიმედო პარტნიორების შეძენა დაგჭირდებათ. მიმდინარე კვირა ახალ პერსპექტივებსა და საინტერესო გამოცდილებას გპირდებათ.
ქალწული
კვირის მატერიალური მხარე იმედის მომცემად გამოიყურება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირაში თქვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი ორშაბათი და ოთხშაბათი იქნება, როდესაც შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღებისა და დაწინაურების შანსი მიიღოთ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, გააანალიზოთ, რომ მიდგომები და მოთხოვნები იცვლება და აუცილებელია, ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ. თუ კვირის განმავლობაში თვითგანვითარებაზე იფიქრებთ, ტრენინგის გავლას, უნარების გამრავალფეროვნებას გადაწყვეტთ, სამომავლოდ გამოგადგებათ... ვრცლად