„ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა...“ - ასტროლოგი 21 დეკემბერთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
1766229928
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი 21 დეკემბერს, ზამთრის მზებუდობასთან დაკავშირებით, მკითხველს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს და განმარტავს, რატომ ითვლება ეს პერიოდი წლის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ ეტაპად.
მისი თქმით, 21 დეკემბერი წლის ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამეა. ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყება ზამთარი. ამ დროს, სიმბოლურად, „კვდება“ მზე და სამი დღის შემდეგ განახლებული, ძლიერ სასიცოცხლო ენერგიით იბადება — თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსზე.
„ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე. ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას. „კვდება“ მზე, სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით იბადება. (თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსზე)
21 დეკემბრამდე, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე სიძველისგან, არასასურველისგან.
შეხვდით დილას სუფთად და მოწესრიგებულად.
კარგი იქნება თუ საკვებს მინიმუმამდე შეზღუდავთ.
როგორც წესი, მზებუდობის წინა დღე ერთერთი ყველაზე რთული დღეა ხოლმე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ 20 დეკემბერს ახალმთვარეობაა, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ახალი არაფერი წამოიწყოთ 21 რიცხვამდე!
განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია და სხვადასხვა ტიპის რიტუალები.
იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენთვის სასურველია, დაგეგმეთ მომავალი წელი, დაისახეთ მიზნები.
გახსოვდეთ მზებუდობის დღეები წლის განმავლობაში საუკეთესოა ბედ-იღბლის კორექციისთვის.
თქვენ უნდა „გარდაიცვალოთ“ როგორც მზე და შემდეგ იშვათ უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაბრწყინებული. 21 დეკემბრამდე და შემდეგ სამ-სამი დღე დედამიწაზე შემოედინება უძლიერესი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც უნდა მართოთ თქვენდა სასიკეთოდ.
გადავხედოთ ისტორიას:
ჩინეთში (ქრისტესშობამდე) ზამთრის მზებუდობა ითვლებოდა წმინდა დღესასწაულად. 25 რიცხვამდე (მზის დაბადება) წყდებოდა ვაჭრობა და სხვა საქმიანობა.
სპარსეთში ძველად იმართებოდა მითრას დღესასწაული, რომელიც ასევე 25 დეკემბერს უკავშირდებოდა.
ეგვიპტეში საუკუნეების მანძილზე რამდენიმე ღვთაების დაბადებას ზეიმობდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ქალწულ ისიდას, რომელმაც შვა ჰორუსი (25 დეკემბერს).
ძველ რომში 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ღვთაება სოლის (მზე) შობის დღეს.
ძველი გერმანელები ამ დღეს აღნიშნავდნენ #იულის (იოლ) მზის ღვთაების დაბადებას, რომელიც, ათბობდა გაყინულ მიწას და მის ყოველ მარცვალში სიცოცხლეს აღვივებდა.
(ძველად მიაჩნდათ, რომ საშობაო ლორით გამასპინძლება ნაყოფიერების ღმერთ ფრეირს ეძღვნებოდა, რომლის წმინდა ცხოველი ტახი იყო)
ამ დღეს იწყებოდა დღესასწაული: ანთებდნენ კოცონს ბოროტ სულების განსადევნად და ერთგულების ფიცს დებდნენ. გათენებიდან მზის ჩასვლამდე პერიოდს " ბედისწერის დღედ" მოიხსენიებდნენ, თვლიდნენ რომ ყველაფერი რასაც ამ დროს იტყოდნენ, მომდევნო წელს განსაზღვრავდა! დღესასწაული 13 დღე-ღამეს გრძელდებოდა და „სულების ღამეებად“ მოიხსენიებოდა - ორ წელიწადს შორის მოქცეული დრო საკრალურ მნიშვნელობას ატარებდა, თითქოს განსხვავებული რიტმი და ძალა ჰქონდა, რადგან ღმერთებისა და ბედისწერის ქალღმერთ ურდის სიტყვის აღსრულების დრო დგებოდა.
მათ სწამდათ, რომ მე-12 დღე-ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღნერთებისგან/სამყაროსგან მინიშნების მისაღებად და ამ დროს ნათქვამ სიტყვებს გამორჩეული ძალა ჰქონდა. (P.S.ამ დღეს ჩვენ ბედობას ვეძახით! 1 იანვარს უწევს)
ბრიტანეთსა და ირლანდიაში მაღლობზე კოცონს ანთებდნენ და სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ ამ წმინდა დღეს.
21- 25 დეკემბრის შუალედი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ დღეებად ითვლებოდა“,- წერს ქეთი ოდიშელი.