31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ოჯახში მოსალოდნელია მღელვარება, ამიტომ, ემოციები გააკონტროლეთ. დაწყებული საქმეები კი, ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობელ ადამიანებთან.

კურო

შესაძლოა, დილა დაძაბულად დაიწყოს, თუმცა, პოზიტიური დღეა და კარგი იქნება, თუ ფულს უფრო გონივრულად დახარჯავთ.

ტყუპები

შესაძლოა, მიიღოთ კარგი შემოთავაზება, იმოქმედეთ არასტანდარტულად, წარმატებული დღე გაქვთ. ნუ შეგეშინდებათ თანხების ხარჯვის.

კირჩხიბი

იყავით თამამი ქმედებებში, კარგი იქნება, თუ სწორად შეაფასებთ ბოლო პერიოდს, ახლა დროა, ოჯახზე და ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ.

ლომი

ეს დღე შესაძლებელია, გარდამტეხი გახდეს თქვენთვის, იყავით დაკვირვებული, სწორად შეაფასეთ პერსპექტივები.

ქალწული

მიხედეთ საოჯახო საქმეებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა, თუ საჭირო იქნა, წადით კომპრომისზე. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საოჯახო შენაძენისთვის.

სასწორი

ნუ ენდობით მხოლოდ სიტყვებსა და დაპირებებს, მოითხოვეთ მეტი სიცხადე და გარკვეულობა, თუმცა, სიტუაციას ნუ გაართულებთ. მაქსიმალურად დაალაგეთ საკუთარი პრობლემები.

მორიელი

გიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, თქვენ უფრო მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. პოზიტიური დღეა და ჭკვიანურად დაგეგმეთ.

მშვილდოსანი

კარგი იქნება, ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, მთავარია, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავი.

თხის რქა

შეგიძლიათ, მიმართოთ ახლობლებს სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად. შედეგით კმაყოფილი დარჩებით. იყავით ტაქტიანი და გამოიყენეთ დიპლომატიის ხელოვნება.

მერწყული

მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით, მოუსმინე სხვებს, მაგრამ იმოქმედეთ თქვენებურად. ნუ გაამჟღავნებთ გეგმებს, განსაკუთრებით იმ გეგმებს, რომელიც თქვენ შემოსავალსა და ფინანსურ საკითხებს ეხება.

თევზები

მოუფრთხილდით ფინანსებს, გადაანაწილეთ ბიუჯეტი ყველა საჭირო საკითხისთვის, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავის განებივრებაც, შეიძინეთ რაიმე ისეთი, რაც სიამოვნებას მოგგვრით.