30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის არაერთი ადამიანი მოგმართავთ, დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, მაგრამ არ დაუშვათ თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლონ. გახსოვდეთ, წინ რთული კვირაა, ამიტომ, დაისვენეთ.

კურო

იყავით დამოუკიდებელი ნუ დავყვებით ახლობლების რჩევებს, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას. დღეს შეამცირეთ კონტაქტები და დაისვენეთ.

ტყუპები

ნუ შეეცდებით, აღებული ვალდებულებების სწრაფად დასრულებას, რადგან ეს არ იქნება ხარისხიანად გაკეთებული საქმე და თუ მაინც მოგიწიათ, სამომავლოდ მისი კორექტირება იქნება საჭირო. დღეს სწორი გადაწყვეტილება დასვენებაა.

კირჩხიბი

დღევნდელი დღის შთაბეჭდილებები შესაძლოა, საოცარი სახით აისახოს თქვენს მომავალზე, შეეცადეთ, მხოლოდ დადებით, პოზიტიურ ემოციებზე გააკეთოთ კონცენტრირება.

ლომი

იყავით მეტად გულისხმიერი, ისწავლეთ პატიება და მცირე შეცდომების, ან გამოუცდელობის გამო, ყველას ნუ გაისტუმრებთ თქვენი ცხოვრებიდან. ეცადეთ, იყოთ მეტად გამგები, ზოგიერთი მეორე შანსსაც იმსახურებს.

ქალწული

შესაძლოა, დღეს თქვენი ცნობადობა გაიზარდოს, რის გამო მოხდება ეს, უკვე თქვენზეა დამოკიდებული. დიდად ნუ იაქტიურებთ. მთავარია თქვენი ცნობადობა უარყოფით კონტექსტში არ გაიზარდოს.

სასწორი

ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები და თუ დარწმუნებული არ იქნებით, ახლა ნურაფერს მოჰკიდებთ ხელს. დღეს, საუკეთესო დროა დასვენებისთვის, კარგია ფილმის ყურება, ან წიგნის წაკითხვა.

მორიელი

დღეს დიდი ალბათობით,  ფსიქოლოგის როლის მორგებამ შეიძლება, მოგიწიოთ. დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში, ან უახლოესს მეგობრებთან.

მშვილდოსანი

ნუ შეეცდებით, ბევრი საკითხის ერთდროულად შეცვლას. ნუ აჰყვებით შიშებს, რათა არ დაკარგოთ ის, რაც უკვე გაქვთ. პრობლემების მოგვარებისას, ეცადეთ, დაიცვათ ოქროს შუალედი.

თხის რქა

გინდათ ეს თუ არა, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში მაინც დაიწყება, ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ , მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა იცით, არამედ ის, თუ საიდან გაქვთ ინფორმაცია.

მერწყული

პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა შეათანხმეთ ახლობლებთან და ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას მათი მოგვარების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნებებს გადაეყრებით.

თევზები

დღეს თქვენი წარმატებები ბევრად იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეგიძლიათ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება და რამდენად ახერხებთ საერთო ენის გამონახვას გარშემომყოფებთან.