30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიური ადამიანებისაგან, ეს სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობასა და სულიერ მდგომარეობაზე.

კურო

თქვენს წინ ახალი შესაძლებლობები გადაიშლება, ავტორიტეტი იზრდება. არაკეთილმოსურნეები თავს ამოწურავენ თქვენს ცხოვრებაში.

ტყუპები

შესაძლოა, მოგიწიოთ გარკვეული ხარჯების გაწევა, თუმცა, ეს მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ. დაიცავით ზომიერება საუბრისას.

კირჩხიბი

სამსახურში, გააკონტროლეთ ემოციები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საკუთარ იმიჯს, ეწვიეთ სალონებს, შეიცვალეთ ვარცხნილობა, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. 

ლომი

ნებისმიერი ახალი შემოთავაზება შესაძლოა, თქვენთვის ძალიან სასიკეთო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით.

ქალწული

ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. მოუფრთხილდით თქვენს ძალებს, არ გადაიტვირთოთ.

სასწორი

დაიცავით ზომიერება, შეხედეთ ნებისმიერ სიტუაციას საღი აზრით, ობიექტურად, ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დალაგდება.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, აკონტროლეთ მადა. მეტი ისეირნეთ, როგორი დატვირთული გრაფიკიც უნდა გქონდეთ, დასვენება დღეს აუცილებელია, 2-3 საათით მაინც.

მშვილდოსანი

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გააკონტროლეთ ემოციები, კონკურენტები მრავლად არიან, ამიტომ, მეტად მობილიზდით.

თხის რქა

საყიდლებისთვის დრო შესაფერისია, განსაკუთრებით კი საოჯახო ნივთების საყიდლად. შეიცვალეთ იმიჯი, გაანებივრეთ საკუთარი თავი. მიუხედავად სამუშაო კვირის დასაწყისისა, დიდად ნუ გადაიტვირთებით.

მერწყული

დღეს კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანებთან ურთიერთობებს განიმტკიცებთ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, იმოქმედეთ გაორმაგებული ძალით, იფიქრეთ საკუთარ საქმეზეც.

თევზები

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ნერვულ სისტემას, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, გააკონტროლეთ ემოციები.