29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი 

აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

კურო

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

ტყუპები 

კომუნიკაციისთვის წარმატებული დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ინფორმაცია ან შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს.

კირჩხიბი

ყურადღება ოჯახურ და პირად საკითხებზე გადაიტანეთ. შესაძლოა ახლობელს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. საღამო დასვენებას დაუთმეთ.

ლომი

თქვენი ინიციატივა და თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანთ. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად, თუმცა ზედმეტ კატეგორიულობას მოერიდეთ.

ქალწული

დეტალებზე ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ნუ იჩქარებთ - კარგად გააზრებული გადაწყვეტილება გაცილებით მოგებიანი აღმოჩნდება.

სასწორი

ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი შეთანხმებებისთვის.

მორიელი

ინტუიციას ენდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას ფაქტებიც გაითვალისწინეთ. შესაძლოა დღის განმავლობაში მოულოდნელი ამბავი მიიღოთ.

მშვილდოსანი 

ცვლილებებისა და ახალი გეგმების დღეა. კარგი შესაძლებლობა შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით.

თხის რქა

პროფესიულ სფეროში პასუხისმგებლობა მოიმატებს, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ.

მერწყული

ახალი იდეებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან მიიღოთ შეთავაზება, რომელიც დაფიქრებად ღირს.

თევზები 

ემოციურად დატვირთული დღეა. საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმეთ და სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

✕