27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ყველაფერი ჩვეულ რიტმში ვითარდება, მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით, აიმაღლეთ ენერგოტონუსი და დღე იმ ადამიანებთან გაატარეთ, რომელთა კომპანია თქვენზე სასიკეთოდ აისახება.

კურო

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში და მეტად იურთიერთეთ გარშემომყოფებთან. თავი დაანებეთ ძველი საქმეების გარჩევას და ყურადღება მიაქციეთ ახალ შემოთავაზებებს.

ტყუპები

დღეს შანსი გაქვთ, საუკეთესო შედეგები მიიღოთ ნებისმიერ საქმიანობაში. ახლობლები, მეგობრები და კოლეგები დიდი ენთუზიაზმით აიტაცებენ თქვენს იდეებს.

კირჩხიბი

მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს, აგრეთვე, ხალხმრავალ ადგილებს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და მეტი დრო დაყავით სუფთა ჰაერზე.

ლომი

შეხვედრების, მოლაპარაკებების, ახალი ნაცნობობის დღეა, იყავით ყურადღებით, რადგან ახალ ურთიერთობებში არაჯანსაღ ადამიანებს შეიძლება გადაეყაროთ. დაეყრდენით ინტუიციას.

ქალწული

დალაგეთ პრიორიტეტები და დაგეგმეთ მომავალი ნაბიჯ-ნაბიჯ. იზრუნეთ ავტორიტეტის ამაღლებაზე და არ დაუშვათ წარუმატებლობა თქვენს საქმიანობაში.

სასწორი

სასურველია, ახლო პერიოდში, თავი შეიკავოთ ელექტრო მოწყობილობების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მანქანის შეძენისგან. დიდი ალბათობით, მათი შეძენა პრობლემებს მოგიტანთ.

მორიელი

გამოიჩნეთ ყურადღება და სიფხიზლე საქმიანი წინადადებების მიმართ. მოტყუების მცდელობის ალბათობაა, კარგად გაიაზრეთ, რას დაეთანხმებით და რის(ვის) წინააღმდეგ წახვალთ.

მშვილდოსანი

დააკვირდით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს. ნუ იჩქარებთ, გადაწყვეტილებების მიღებისას, გააზრებულად გააკეთეთ მნიშვნელოვანი არჩევანი.

თხის რქა

შეეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები, კარგი დროა ერთობლივი, ჯგუფური საქმიანობისთვის, ახალი სამეგობრო კავშირებისთვის, ახალი ფინანსური წყაროების მოძიებისთვის.

მერწყული

მოიცილეთ სახლიდან ყოველგვარი ნივთი და საგანი, რომელიც ნეგატიურ პერიოდებს უკავშირდება, გათავისუფლდით შიშებისა და აბეზარი ფიქრებისგან. გაათავისუფლეთ სივრცე თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის.

თევზები

სასიყვარული და ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, დაეყრდენით არა მხოლოდ შეგრძნებებსა და ინტუიციას, არამედ,  გამოცდილებას. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს.