2025 წლის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომელთა გავლენასაც ყველა ადამიანი იგრძნობს

ასტროლოგიური პროგნოზი

როდესაც ასტროლოგები ამბობენ, რომ 2025 წელი ტრანსფორმაციისა და აღორძინების წელია, მათ, რა თქმა უნდა, შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ.მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. გავლენას კი ყველა ადამიანი იგრძნობს. მათ შორის, აღსანიშნავია:

რეტროგრადული მარსი და რეტროგრადული ვენერა


2025 წელი იწყება რთული ტრანზიტით: მარსი, ნებისყოფისა და ენერგიის პლანეტა და ვენერა, სიყვარულისა და მიზიდულობის პლანეტა, რეტროგრადულ მოძრაობაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტები განაგებენ, შეფერხებულია. ადამიანებს კომუნიკაცია, გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და ენერგიაც დაქვეითებულია. 23 თებერვლიდან მარსი საწყის პოზიციას უბრუნდება და ყველა სირთულე, რაც რეტროგრადული მოძრაობით იყო გამოწვეული, წარსულს ჩაბარდება.

ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას 1-ელი მარტიდან 12 აპრილამდე გააგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ყოფილი პარტნიორი, შეყვარებული და გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ წარსულის გამოცდილებას გადახედოთ და საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება.

ჩრდილოეთის კვანძი თევზებში

11 იანვარს მთვარის კვანძებმა პოზიცია ვერძი/სასწორის ღერძიდან თევზები/ქალწულის ღერძზე უკვე შეცვალეს. ამ პოზიციაში კი 20256 წლამდე დარჩებიან. მოგიწევთ, გათავისუფლდეთ ზედმეტი ნერვიულობისაგან, სულ სხვა ადამიანების გათვალისწინებისა და საკუთარი სურვილების დათრგუნვის მცდელობისაგან. ეს პერიოდი ბევრ ადამიანს სხვადასხვა საკითხს განსხვავებულად აჩვენებს და დააფიქრებს იმაზეც, რომ სხვების დახმარებასა და პირად კეთილდღეობას შორის ბალანსის პოვნა აუცილებელია.

ლილიტი და ვესტა მორიელში


2025 წლის მაისში ლილიტი და ვესტა მორიელის ნიშანში შეხვდებიან. ეს კი ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და თითოეულ ჩვენგანი საბოლოოდ დაემშვიდობება ყველაფერს, რა ბედნიერებასა და წარმატებაში ხელს გვიშლის...ვრცლად