2025 წლის 14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება - რა ცვლილებებს გვიმზადებს გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა

მზის დაბნელება

 2025 წლის 14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის გავლენასაც თითოეული ადამიანი იგრძნობს.

გაზაფხულის დაბნელების დერეფანი ქალწული-თევზების სამსახურის ღერძით იწყება და ვერძი-სასწორის ურთიერთობის ღერძით მთავრდება. ამიტომაც, ამ პერიოდში რაციონალურობასა და ოცნებას, მატერიალურ და სულიერ საკითხებს შორის ერთგვარი შეჯახება გვექნება და მოგვიწევს, საკუთარ დამოკიდებულებებს, ჩვევებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.

14 მარტს ქალწულის ნიშანში მთვარის დაბნელებაა, 29 მარტს კი ვერძის ნიშანში მზის დაბნელება გველოდება.

 ამ პერიოდს ასტროლოგები განსაკუთრებულს უწოდებენ იმიტომ, რომ წარსულის ჩრდილები მომავლის ნაპერწკალთან იკვეთება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. დაბნელების დერეფანი თითოეულ ადამიანს უბიძგებს, რომ სამუდამოდ დატოვოს წარსულში ის, რაც არასასიამოვნო და არასაჭიროა და გარდაუვალ ცვლილებებზე იფიქროს.

დაბნელების პერიოდში წინა პლანზე ჩვენი შიშები, კომპლექსები, ძველი პრობლემები გადმოდის. თუმცა, ახლა შეგვიძლია, მათ სრულიად განსხვავებული თვალით შევხედოთ და დაძლევაც შევძლოთ.

თუკი ურთიერთობებში რაიმე ხარვეზი არსებობს, მაგრამ აქამდე თვალის გასწორება არ გსურდათ, ახლა ამ პრობლემებს ვეღარ გაექცევით. ამიტომაც, ურთიერთობების თვალსაზრისით შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. ეს ერთგვარი გამოცდა იქნება, რომელსაც შეუძლია, ურთიერთობების როგორც დასრულება, ასევე გამრავალფეროვნება.

ასევე, ამავე პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, მოგვიწევს, წარსულს საბოლოოდ დავემშვიდობოთ..ვრცლად