„...ამ დღეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე!“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 20-26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზს გვაცნობს და ერთგულ მსმენელს რამდენიმე გამაფრთხილებელ რჩევას აძლევს.

„კვირის პირველი ნახევარი ცოტა მეტ სიფრთხილეს საჭიროებს, 23 რიცხვის, ხუთშაბათის ჩათვლით. კვირა რთულია, დედამიწა ნეგატიურ ენერგოველშია, ამიტომ დაძაბულობა, კონფლიქტურობა, სხვადასხვა სახის სირთულის წარმოქმნის ტენდენცია იქნება. 

პარასკევიდან, კვირის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და უფრო მეტად სტაბილური იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ საყურადღებოა 21 ივნისი, აქ მზე ტყუპების ზოდიაქოდან კირჩხიბში გადაინაცვლებს 1 თვით. ამ ერთ თვეში განავითარებს ემოციურობას, მგრძნობიარობას, ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებას, ტრადიციულობას.

ამავდროულად, გააძლიერებს ხასიათის ცვალებადობას, ზედმეტ ეჭვიანობას..

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს 23 ივნისს, სამშაბათს. ამ ზეგავლენის შედეგად, რასაკვირველია, სასიყვარულო, პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ფლირტისადმი მიდრეკილება, ზედაპირულობა, ასევე შინაგანი გაორება, რის გამოც შეიძლება დროული არჩევანი ვერ გააკეთოთ: მოგწონთ თუ არა პარტნიორი, ან დილით ხართ მასთან ემოციური, გახსნილი, მოსიყვარულე, საღამოს პირიქით, დისტანციური, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ამან შეიძლება გარკვეული დისონანსი შემოიტანოს. ასევე, გაიზრდება ტყუილებისკენ მიდრეკილებაც, რაც საყურადღებოა.“ - ამბობს ასტროლოგი.