პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა, შესაძლოა, აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.