19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

 მთვარის 26-27-ე დღე. დღეს მშვილდოსნის ნიშანში მთვარის პოზიციის თავისებურებანი ნებისმიერ სიტუაციას  სიცხადეს დაუკარგავს, იდეალიზმისკენ ლტოლვა გამძაფრდება, გაჩნდება თავის მოტყუების, თუ გულუბრყვილობის სურვილი. ადვილი იქნება კურსიდან გასვლა, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ყალბი მოგონებების, ან გაცვეთილი გრძნობების ტყვეობაში. გონებას სიცხადე მხოლოდ შუაღამეს, ან მეორე დღეს დაუბრუნდება.

უმჯობესია, არ გარისკოთ და გადადოთ ნებისმიერი საქმე, რომელშიც შემთხვევითი შეცდომის დაშვება არ გსურთ. ეს დღე არის დასვენების, თავისუფალი აქტივობისა და ბუნებაში ყოფნისთვის შესაფერისი მომენტი.

ვერძი

დღეს, სჯობს, გუშინდელი საქმეები დაასრულოთ, თუ ეს შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ეს გაურკვევლობის და იდეალიზმის დღეა. შეგიძლიათ არასასურველი მოგონებების მსხვერპლი გახდეთ, დაღამებამდე არ ღირს ზედმეტი აურზაური.

კურო

დღეს, სჯობს, არ წამოიწყოთ ფუნდამენტურად ახალი ამოცანები, ასევე, არ ჩაერთოს ზედმეტად რთულ საქმეში, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას და შეუპოვრობას. ამ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება საქმიანი განრიგის მიტოვება და თავისუფალ რეჟიმზე გადასვლა. 

ტყუპები

დღეს, ტყუპებს აქვთ დრო, მნიშვნელოვანი ორმხრივი სიმპათიებისა და მოგებიანი საქმიანი პარტნიორობისთვის, მაგრამ საღამომდე არ ღირს ზედმეტი ინიციატივების გამოჩენა. არ არის გამორიცხული, გაჩნდეს ეჭვის საფუძველი. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დღეს, შეიძლება, ძველი ემოციების ილუზიებში აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი

დღეს, კირჩხიბებს დეტალებში ჩაღრმავება არ დააზარალებს. არ დაეყრდნოთ საკუთარ მეხსიერებას და ინტუიციას, ბრმად არ დაუჯეროთ სხვების რჩევებს. დეტალებისადმი დაუდევრობამ შეიძლება, ცუდი გავლენა მოახდინოს ჩასატარებელი საქმიანობის ეფექტურობაზე. თუ თქვენ ელოდებით მნიშვნელოვან ამბებს, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ის საღამოსთვის ან ხვალამდე გადაიდოს.

ლომი

დღეს ვარსკვლავები ლომებს არ ურჩევენ მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას. ბევრ ლომს შეუძლია, აქტიურად იმუშაოს ხელოვნების მიმართულებით, თუმცა, ნაკლებად ექნებათ ენერგია კონკრეტული ქმედებებისთვის. არ არის რეკომენდებული ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა. კარგი დღეა, სრული დასვენებისთვის.

ქალწული

დღეს, ქალწულები უნდა გაითვალისწინონ ილუზიების ალბათობა, არ არის გამორიცხული, რომ საქმიან პარტნიორებთან, ოჯახთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ იყოს სრულიად გულწრფელი. ბევრმა ქალწულმა, რომელიც გულწრფელად იქნება მოტივირებული საქმეზე, შეიძლება ვერ შეამჩნიოს სხვა ადამიანების ფარული მანევრები. ფრთხილად იყავით ურთიერთობებში, საღამოს ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება.

სასწორი

დღეს სასწორი მზად უნდა იყოს მცირე გაუგებრობისთვის. ვარსკვლავები ურჩევენ, იუმორით მოეკიდონ, რაც ხდება. ამ დღეს, უმჯობესია თავიდან აიცილოთ ახალი აქტიური წამოწყებები. თუ დღე გზაში გაატარეთ, სჯობს, ღამით სახლში დაბრუნდეთ.

მორიელი

მორიელები, დღეს კარგი იქნება, თუ გააორმაგებენ წინდახედულობას, გაიზრდება შემთხვევითი შეცდომის  ალბათობა. ეს არ არის შესაფერისი დრო ბიზნესის დასაწყებად, გარიგების გასაფორმებლად, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ, ასევე, არაა რეკომენდებული დიდი შენაძენის გაკეთება. კარგი ინფორმაციის მიღება მოსალოდნელია საღამოს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანმა დღეს ან უნდა შეამციროს აქტივობა, ან უფრო ფრთხილი გახდეს. საღამომდე საეჭვო სიტუაციების ალბათობა იზრდება, რომელშიც ისინი შეიძლება მოხვდნენ ვერაგი ადამიანების, ან საკუთარი გულუბრყვილობის გამო. საქმეები მომდევნო დღისთვის, სჯობს, გადადოთ.

თხის რქა

დღეს, ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, თავი აარიდონ ზედმეტ ქაოსს. სასარგებლოა საკუთარი თავისთვის „მენტალური დეტოქსის“ მოწყობა.  კარგია დასვენება, ბუნებაში ყოფნა და პროფილაქტიკური პროცედურებისთვის დროის გამონახვა.

მერწყული

მერწყულებს, დღეს, შეუძლიათ, მოდუნდნენ და არც ისე მკაცრი იყვნენ თავიანთი პრინციპებით. ეს დღე იძლევა საშუალებას, მოეშვათ. უმჯობესია, არ შეადგინოთ ზუსტი გეგმები, გადადოთ მუშაობა დოკუმენტებთან, დაგეგმვასთან, ანალიტიკასთან.

თევზები

ამ დღეს, თევზები უნდა ერიდონ ილუზიებს, იდეალიზმსა და გულუბრყვილობას. შესაძლოა არასწორი ტემპის, საეჭვო მიზნის, ან არასწორი მიმართულების არჩევა. მოერიდეთ დაგებულ ხაფანგებს და ვერაგ ადამიანებს. საუკეთესო დროა განტვირთვისთვის და განმარტოებით დასვენებისთვის.