18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შესაძლოა, სასწრაფოდ მოგიწიოთ სადმე გამგზავრება, ან, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა. კარგი დროა, გამოცდების ჩასაბარებლად.

კურო

იმოქმედეთ მოკლევადიანი სტრატეგიით, ეს დღე დიდ ემოციურ და ფიზიკურ ძალებს მოითხოვს თქვენგან. შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებიც გქონდეთ.

ტყუპები

ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე. შეაქეთ საკუთარი თავი და დაკმაყოფილდით ყოველდღიური პატარ-პატარა მიღწევებით.

კირჩხიბი

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და ნუ აჰყვებით ილუზიებს, გაუსწორეთ თვალი რეალობას და ირწმუნეთ თქვენი ძალების, რადგან იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ლომი

ძირეული ცვლილებების ეტაპს გადიხართ, ირღვევა რაღაც ძველი და დრომოჭმული. გაათავისუფლეთ სივრცე გაბზარული, გატეხილი ნივთებისგან, მიეცით თქვენ ენერგიას გამოვლენის საშუალება. დაწვით, მოიცილეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით წინსვლაში.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს, იყავით მეტად დაკვირვებული გარემომცველი სამყაროს მიმართ. არაფერი ტყუილად არ ხდება, ყველა მოვლენა ამ სამყაროში გარკვეულ რაღაც მიზანს ემსახურება.

სასწორი

დღეს, საქმეების მოსაგვარებლად, დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგჭირდებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დატვირთული დღის შემდეგ მიეცით თავს დასვენებისა და განტვირთვის საშუალება.

მორიელი

აქტუალური ხდება ფინანსური საკითხები, პარტნიორებთან გაუგებრობების ალბათობა მატულობს. ახლა საქმეების გარკვევის დრო არ არის, დაელოდეთ უკეთეს, ხელსაყრელ მომენტს.

მშილდოსანი

მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ინტუიცია დაგეხმარებათ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან, გამოსავლის პოვნაში. დაივიწყეთ თქვენი ეგოიზმი და გაითვალისწინეთ გამოცდილი, ავტორიტეტული ადამიანების რჩევები.

თხის რქა

ნუ შეეცდებით ინტრიგებითა და სხვებზე მანიპულაციით წარმატების მიღწევას. იყავით სამართლიანი და სამყარო დამსახურებულად დაგაჯილდოებთ.

მერწყული

დღეს, სჯობს, თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვისა და რეფორმების დაწყებისგან, ასევე, არ არის ხელსაყრელი დრო არც შენაძენისა და ახალი ნაცნობობისთვის. ეცადეთ, დაასრულოთ ძველი ვალდებულებები.

თევზები

სახლსა თუ სამსახურში, დაგროვილი საქმეები არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. ახლა მთავარია, დააბალანსოთ საოჯახო და კარიერული საკითხები და სწორად გადაანაწილოთ დრო.