18-დღიანი პრაქტიკა მარიამ ციმინტიასგან, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი და ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და რჩევებს გვიზიარებს. პრაქტიკა უნდა გაკეთდეს 18 დღის მანძილზე.

„ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილი, რომელიც გინდათ, რომ მიიზიდოთ თქვენს ცხოვრებაში. დასაწყისში სჯობს ჩაიფიქროთ რეალური და პატარა.

მაგ: ხელფასის მომატება 1000 ლარით. დილით როდესაც ადგებით, აიღეთ ფურცელი და დაწერეთ აწყმო დროში სურვილი, 3-ჯერ.

ეს 3 წინადადება ზუსტად ერთნაირი უნდა იყოს. დავუშვათ: მე მომიმატეს ხელფასი 1 000 ლარით. შუა დღით კი დაწერეთ 6-ჯერ ეს სურვილი, შემდეგ კი დაამატოთ ემოცია.

საღამოს ძილის წინ - კი 9-ჯერ დაწეროთ იგივე თქვენი სურვილი, სადაც უმატებთ დროს ზუსტ თარიღის.
მაგ; მე მომიტანეს ხელფასი 1000 ლარით ვარ ბედნიერი, ეს სურვილი ამისრულდა მომავალ პარასკევს“, - ამბობს მარიამ ციმინტია.