16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

პოზიტიური და ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით, ბიზნესს პროექტებთან, ფინანსებთან და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით. იაქტიურეთ და ნუ შეამცირებთ მოქმედების ტემპს.

კურო

დღის უმეტესი ნაწილი სასურველია, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ. სწორედ მათგან მიიღებთ საჭირო რჩევას, არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით.

ტყუპები

სასიკეთო დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებთან დაკავშირებით. მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, იზრუნეთ ინტერიერის განახლებაზე, თამამად დაიწყეთ სარემონტო სამუშაოები.

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა და მოუფრთხილდით როგორც საკუთარ თავს, ასევე, ახლობელ ადამიანებს. თქვენი რეაქციები გარშემომყოფთა გამონათქვამებზე, შესაძლოა, იმაზე მძაფრი იყოს, ვიდრე საჭიროა.

ლომი

იყავით თავშეკავებული და წინდახედული. არ ღირს, ჩიტის ბომბდამშენით მოკვლა. გადაანაწილეთ თქვენი ენერგია საჭირო საქმეებზე, ნუ დახარჯავთ თქვენს რესურსს იმაზე, რასაც სხვა ადამიანებიც გააკეთებენ.

ქალწული

გადახედეთ თქვენს საქმეებს, საბუთებს, პროექტებს, მოლაპარაკებებსა და, უბრალოდ, ყოფით სივრცეს, რა გაქვთ შესაცვლელი? დაფიქრდით, რისი განახლებაა საჭირო და სად უნდა შეიტანოთ სიახლეები.

სასწორი

ნუ აჰყვებით შფოთს და უსიამოვნო შეგრძნებებს, შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება.

მორიელი

ეცადეთ, დღეს წარმოქმნილი გაუგებრობები და არეულობა დღესვე დაალაგოთ. ნუ მოჰკიდებთ ხელს ახალ საქმეებს, შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა.

მშვილდოსანი

სხვადასხვა მოვლენებით დახუნძლული დღეა, ნუ გაექცევით სირთულეებსა და წარმოქმნილ პრობლემებს, რადგან სადაც არ უნდა წახვიდეთ, ისინი ყველგან იჩენენ თავს. დღის ბოლოს, დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა

ნუ იჩქარებთ, ეცადეთ, ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით, სტრატეგიულად დაალაგოთ. ახალი შემოთავაზებები კი საგულდაგულოდ გააანალიზეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

მერწყული

ნუ მოიკლებთ კომფორტს იმ ადამიანების გამო, ვინც მუდმივად ცდილობს თქვენს გაღიზიანებას. შემოიკრიბეთ ის ხალხი, ვინც თქვენს პროგრესს უწყობს ხელს და პოზიტიურ განწყობას გიქმნით.

თევზები

დღე სასიკეთოა ნებისმიერი საქმიანობისთვის. გააკეთეთ სწორი გათვლები, იმოქმედეთ. საბანკო, საკრედიტო, ფინანსურ საკითხებში თქვენი ალღო და ინტუიცია არ დაგაღალატებთ.