16-22 ივნისი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

 ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

16 ივნისი
ამ დღეს შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ ზოგიერთი დაბრკოლება გადაულახავია. ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ეს დღე შესანიშნავ შანსს გაძლევთ, რომ საკუთარ სტრატეგიას გადახედოთ, დაფიქრდეთ, რას აკეთებთ არასათანადოდ და ცვლილებები დაგეგმოთ.

17 ივნისი
აღნიშნული დღე წინსვლისა და პროგრესისთვის ყველაზე ხელსაყრელია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია ჩვენს ნებისმიერ წამოწყებას, განვითარებისა და სასარგებლო ცვლილებების სურვილს მხარს დაუჭერს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ამიტომ, ჯობს, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

 18 ივნისი
 
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია საიდუმლოებით მოცული და მინიშნებებით სავსეა. შესაძლოა, ბევრი რამ ისე მოულოდნელად და დაუგეგმავად შეიცვალოს, გარკვეული ინფორმაცია გამჟღავნდეს, საიდუმლო შეიტყოთ, რომ გააზრებაც გაგიჭირდეთ. იყავით ყურადღებით, მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და შეეცადეთ, გააანალიზოთ ის, რაც თქვენ ირგვლივ ხდება.

19 ივნისი
ეს დღე ბევრი პოზიტივით, სიხარულითა და სასიამოვნო მოვლენებით იქნება დატვირთული. დაისვენეთ და დატკბით თქვენი შრომისა და თავდადების შედეგით. კომუნიკაცია არ გაგიჭირდებათ. ამიტომ, თუ ვინმესთან დალაპარაკება და საკითხების გარკვევა გსურთ, ეს დღე გამოიყენეთ. ასევე, აღნიშნულ დღეს იმ პრობლემებსაც კი, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მარტივად გადაჭრით...ვრცლად