ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1752486308
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
14 ივლისი
ამ დღეს კონფლიქტსა და დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდეთ. ეს არც ერთ მხარეს წაადგება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზიანი, რომელიც შეიძლება, იმპულსური გადაწყვეტილებებითა და გაუაზრებელი სიტყვებით საკუთარ თავს ან სხვებს მიაყენოთ, ძნელად გამოსასწორებელი იქნება. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
15 ივლისი
ზოგჯერ რაღაცები მხოლოდ იმის გამო არ გამოდის, რომ არასწორი მიდგომა და წარმოდგენები გვაქვს და საკუთარ თავთან მუშაობა გვჭირდება. ეს დღე თვითშემეცნებისათვის იდეალურია. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, დაიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა გიშლით ხელს რეალურად ბედნიერებასა და წარმატებაში და ცვლილებებიც დაგეგმოთ.
16 ივლისი
ამ დღეს შესაძლოა, იმპულსურად რაღაცების შეძენა გადაწყვიტოთ და ამით თავი ბედნიერად იგრძნოთ. რა თქმა უნდა, ფინანსების მიზნობრივად გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ სრულიად დაუგეგმავად რაღაცების ყიდვა, პატარა დეტალების გათვალისწინება იმდენად სასიამოვნოა, რომ მთელი კვირის განწყობას გვიქმნის...
17 ივლისი
მნიშვნელოვანია, ბედნიერება საკუთარ თავში ვეძებოთ და აღმოვაჩინოთ ის, რასაც შესაძლოა, აქამდე უპირატესობას არ ვანიჭებდით, მაგრამ, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს დადებითი ემოციები მოაქვს, რაც სხვებისთვისაც გადამდები იქნება...ვრცლად