11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ენერგიით სავსე იქნებით და მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის. წარმატება გელით ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, ფსიქოლოგია და ფინანსები.

კურო
გარშემომყოფებთან დადებითი დამოკიდებულება წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების მოსაგვარებლად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენს ბედნიერებას არ იზიარებენ.

ტყუპები
დღეს შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ, რაც დაგეხმარებათ ღირსეული ადგილი დაიკავოთ ცხოვრებაში. არის ალბათობა, კარდინალურად შეიცვალოს გარშემო ყველაფერი და საჭირო გახდეს ახალ გარემოსთან ადაპტირება.

კირჩხიბი
კარგი დღეა. გამოიყენეთ თქვენი ფინანსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ცოდნის მისაღებად. დანახარჯები ათმაგად აგინაზღაურდებათ, ხოლო სიტუაციის სწორად შეფასება დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ლომი
ახალი ნაცნობობა, შესაძლოა, მეტად მოგებიან საქმიან კავშირად ჩამოყალიბდეს. შეეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ გარშემომყოფებთან და იზრუნეთ სამომავლო პროექტების დასახვაზე, დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას.

ქალწული
თავი შეიკავეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისგან. შესაძლოა, მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი. გახსოვდეთ, მძიმე კვირის წინ დასვენება აუცილებელია.

სასწორი
დროა, თქვენს ერთფეროვან ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, დაფიქრდით იმიჯის შეცვლაზე, იყავით სამართლიანი და დაალაგეთ სამომავლო პრიორიტეტები, რათა მიიღოთ კარგი შედეგები ყველა მიმართულებით.

მორიელი
დღეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შედეგიანი და სარგებლიანი იქნება. მიუხედავად არაკეთილმოსურნე ადამიანების მცდელობებისა, ხელი შეგიშალონ გეგმების განხორციელებაში, მაინც წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისგან. არის ალბათობა, ძველი შეცდომები ამოტივტივდეს. ახლა სწორი გადაწყვეტილებაა, მეგობრების წრეში დროის გატარება ან განმარტოებით დასვენება.

თხის რქა
კარგი დღეა მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისა და შეხვედრებისთვის, თუმცა სასურველია, მოერიდოთ მძაფრ დისკუსიებსა და ჭორაობას. უფრო მეტად იაქტიურეთ ახალ ნაცნობებთან და წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.

მერწყული
გირჩევთ, თავი შეიკავოთ ნეგატიური ადამიანებისგან. მათი გავლენის ქვეშ შეიძლება ვერ შეასრულოთ თქვენი გეგმები ან დაინფიცირდეთ დეპრესიული მდგომარეობით. პირველ რიგში, დააყენეთ თქვენი სურვილები და მისწრაფებები, ნუ შესწირავთ მათ სხვებს.

თევზები
დიდია იმის შანსი, რომ ახლობელმა დღეს იმედი გაგიცრუოთ. ძალიან ნუ ნერვიულობთ, ნუ დანებდებით სასოწარკვეთას. უპირატესობა მიანიჭეთ იმ აქტივობებს, რომლებიც გაბედნიერებთ და აგიმაღლებთ განწყობას. შეიძლება გაუგებრობები იყოს ოჯახთან საუბარში. ყველა მოლაპარაკება ან დისკუსია ხვალისთვის გადადეთ.

გისურვებთ წარმატებულ დღეს!